
მათი ინფორმაციით, პოლიციელები შენობაში დაახლოებით 10-15 წუთის წინ შევიდნენ.
კომპანია "ელიტა ბურჯის" სახელი კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა და ამ კომპანიის რესურსების გამოყენების მიზეზით კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი 11 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმეს.
ივანიშვილი ამ კომპანიის რესურსების გამოყენებით, "ქართული ოცნებისთვის" 239 ავტომობილის შეღავათებით მიქირავებაში დაადანაშაულეს, რაც კონტროლის პალატის მტკიცებით, ივანიშვილის საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა.
"ინტერპრესნიუსის" გადამღები ჯგუფი უკვე მიემართება კომპანიის შენობისკენ და ინფორმაციებს შემთხვევის ადგილიდან მოგაწვდით.
"ინტერპრესნიუსი"