
მისივე განმარტებით, იმის მიუხედავად, კომპანიას შეიძენს თუ არა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ელექტროენერგიის და გაზის გადასახადს აუცილებლად შეამცირებს.
"დღეს ადამიანს სახლში ქვითარს რომ მიუტანენ, გული უსკდება და დახედვის ეშინია. ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ადამიანებს ქვითრის მოსვლის აღარ შეეშინდებათ, რადგან სამსახურიც ექნებათ, შემოსავალიც და გადასახადის გადახდის უნარიც", - განმარტავს ივანიშვილი.