მთავარ პროკურატურაში ბუტა რობაქიძის მამის სოსო რობაქიძის და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც სოსო რობაქიძემ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, მთავარ პროკურორთან დააყენებს საკითხს, რომ ან დააპატიმრონ ცრუ ჩვენების მიცემისთვის, ან ის მაღალჩინოსნები დააკავონ, რომლებმაც რობაქიძის საქმეზე ჩვენებები შეცვალეს და შემთხვევის ადგილზე იარაღის არსებობა დაადასტურეს.
„თუ ამ ხალხს სამ-ოთხ დღეში არ დააკავებენ, მაშინ მე დამავაკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვტოვებ საქართველოს. მე ვერ ვიცხოვრებ ქვეყანაში სადაც ეს ხალხი დადის, პარლამენტში გია ბარამიძე ზის და დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილია„ - განაცხადა სოსო რობაქიძემ. მისივე თქმით, ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმეში რომ გადარჩეს, ზურა ვაზაგაშვილის საქმეში ვერ გადარჩება, რომელიც 90 ტყვიით არის ჩაცხრილული.