თებერვლიდან ბუნებრივი აირის ტარიფი 10%-ით შემცირდება. ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო
"შერატონ მეტეხი პალასში"
მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ამ კუთხით მუშაობას კიდევ გააგრძელებს და იმედი გამოთქვა, რომ ტარიფის დაწევა კიდევ მოხერხდება.
მიმდინარე კვირა პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს დაეთმობა,
კანონპროექტების განხილვა კი არ მოხდება. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა
, მიმდინარე კვირაში პარლამენტი არც საკონსტიტუციო ცვლილებას განიხილავს
და, ამასთან დაკავშირებით, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მხოლოდ პოლიტიკური
დებატები გაიმართება.
მარიკა ვერულაშვილის მიერ საპარლამენტო უმცირესობის დატოვება
ოფიციალურად დადასტურდა. შესაბამისი განცხადებით, მან დღეს პარლამენტის
ბიუროს მიმართა.
ვერულაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ფრაქცია "რეგიონებს" ტოვებს.
"გავდივარ "ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების" რიგებიდან",