ვაშინგტონში თეა წულუკიანის სამდღიანი ვიზიტი ძალიან დატვირთული იყო. ის
შეხვდა ატლანტიკური საბჭოს და იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს;
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს; დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის,
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის
პრეზიდენტებს. ასევე გაიმართა საუბრები შეერთებული შტატების კონგრესში,
საერთაშორისო დახმარების სააგენტოში, "ფრიდომ ჰაუსში” და ადგილობრივი
მედიის წარმომადგენლებთან.