ჩელიაბინსკის თავზე დღეს დილის 07:23 საათზე დაფიქსირებულმა მეტეორების წვიმით გამოწვეულმა
აფეთქებებმა,
რომლის ამოხსნასაც მეცნიერები ცდილობენ, მნიშვნელოვნად დააზარალა შენობები
და ავტომობილები. აფეთქება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან შენობების
მინები ჩაამსხვრია. ნამსხვრევების შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.