გიორგი ზერეკიძეს ტრაგიკული ბედი არგუნა ცხოვრებამ - 14 წლისა დააპატიმრეს,
მოიხადა ხუთწლიანი სასჯელი, მაგრამ ორ თვეში ისევ დაკარგა თავისუფლება და
გლდანის დაწესებულებაში მოხვდა. მამას - მამუკა ზერეკიძეს პროტესტი არ
აპატიეს და მალე ისიც დააპატიმრეს, სამწუხაროდ, იგი ციხეში გარდაიცვალა,
როგორც ამბობენ - დენის დარტყმით. "ბედნიერი ვარ, რომ უსამართლობამ არ
გამაბოროტა, პირიქით, სააკაშვილი 14 წლის ბავშვს კრიმინალს რომ მეძახდა, ეს
ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ხალხის მხარდაჭერამ გადამარჩინა.