ოთხშაბათი, 18.06.2025, 18:56
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 30 » "სამწუხაროა, როცა სახელმწიფოს მოხელეთა საქციელი "ბაცნობაა"
10:13
"სამწუხაროა, როცა სახელმწიფოს მოხელეთა საქციელი "ბაცნობაა"




"სამწუხაროა, როცა სახელმწიფოს მოხელეთა საქციელი "ბაცნობაა"

"უნდა გვრცხვენოდეს ყველაფერ იმის შესახებ უცხოელთან ლაპარაკი, რაც ჩვენს თავს ხდება"

ბოლო
დროს ქართულ რეალობაში საინტერესო ტენდენციები იკვეთება - წინასაარჩევნო
ბრძოლაში ხელისუფლება დიდად არ ცდილობს თავისი ქმედებების შენიღბვასა თუ
შელამაზებას. ეს მის ყოველ ნაბიჯს ეტყობა: ანტენების დაყადაღება სასაცილოა;
ბანკის შეგნებულად გაკოტრება - აღმაშფოთებელი, პრეზიდენტთან საჩივრით
მისულ მოხუცთან ფიზიკურად გასწორება და მერე ისევ პრეზიდენტისგან მისი
მოფერება-ალერსი კი - ორივე ერთად. როგორც ჩანს, ხელისუფლება სულაც არ
ცდილობს, დასავლეთს ქართული რეალობა შელამაზებული აჩვენოს. პირიქით, ის
ძალმომრეობის ტირაჟირებასაც არ ერიდება - ალბათ, ესეც უნდა გახმაურდეს და
ისიც, რომ ამას ხალხი ჩვეულებრივად იღებს, რომ ასეთი ხელისუფლება ხალხის
ორგანული ნაწილია, რომ ეს უკანონობა სწორედ ხალხის თანხმობით ხდება -
უბრალოდ, ასეთი ხულიგნები ვართ დიდიან-პატარიანად და ვცხოვრობთ
საზოგადოებაში, სადაც არა კანონი, არამედ ძლიერი იმარჯვებს. თუკი ამაში
დასავლეთის დარწმუნებას მოახერხებენ, გზა ხსნილი იქნება, რადგან როგორც
უახლესი მსოფლიო ისტორიიდან ჩანს, დემოკრატიას არავის აძალებენ - ყველას
ისეთი ხელისუფლება ჰყავს და ისე ცხოვრობს, როგორსაც იმსახურებს. ამ და სხვა
საკითხებზე ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:


-

ნანახია: 853 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 2
0  
1 londa   (30.07.2012 10:25) [Материал]
ბაცნები

რა კარგი დახასიათებაა..

მაგარი კაცი ხარ მარგველაშვილო.

ბაცნები--ნაცნები

ფარჩაკი ბაცნები

0  
2 londa   (30.07.2012 10:26) [Материал]
- ცუდ საქციელს და კარგ საქციელს თავისი
შესაბამისი ფორმა გააჩნია, იმის მიხედვით, რა სტატუსის და ვინ ხარ. სხვა
არის, როცა ხარ პატარა ბავშვი, ხულიგნობ და იქ ვიღაცას რაღაცას გაუფუჭებ,
მენაყინეს ნაყინს მოჰპარავ ან ბურთით მინას ჩაუმსხვრევ… და სხვა - როცა
გაიზრდები და ხარ სახელმწიფო მოხელე. ჩვენი ხელისუფლების ცუდი საქციელი
იმით კი არ არის განსაკუთრებული, რომ ეს მხოლოდ ცუდი საქციელია, მიუღებელია
ან გაუგონარი და მსგავსად აქამდე არავის უმოქმედია, თავისთავად,
სახელმწიფო მოხელეები შეიძლება ან კარგად იქცეოდნენ, ან ცუდად, მაგრამ ცუდ
საქციელსაც თავისი ფორმა აქვს. ჩვენს შემთხვევაში, მკითხველმა ჟარგონი
მაპატიოს და, ეს ცუდი საქციელი "ბაცნობის" დონეზეა დასული. კაცობრიობას
ასეთი დანაშაული გაუგია და უნახავს კიდეც, მაგრამ ის არ უნახავს, რომ ასეთ
დანაშაულს სჩადიოდნენ ასეთი სტატუსის მქონე ადამიანები - პრეზიდენტები,
მინისტრები, პრემიერები, სახელმწიფო სტრუქტურის მაღალჩინოსნები, ანუ
სავალუტო ჯიხურის მოხელეთა დონის აფერისტობას სჩადიხარ და ამ დროს ძალიან
მაღალი სტატუსი გაქვს.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025