
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიით
დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი
გადარიცხა. ეს ის თანხაა, რომელიც მას ჯარიმის სახით დააკისრეს. მას
შემდეგ, რაც ეს ფული სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე დაირიცხა,
"ქართუ ბანკი" დროებითმა მმართველობამ დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს,
ხელისუფლება არ აპირებს ბანკს თუნდაც 80 მილიონის სანაცვლოდ თავი დაანებოს.
ბანკის პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილს არასახარბიელო პროგნოზი აქვს, - ის ორ
კვირაში ბანკში ეროვნული ბანკის შესვლას ელოდება.