"ოცნების'' მიერ გორში, 15 ივლისს ჩატარებულ აქციაზე, ბიძინა ივანიშვილმა
ვალერი გელბახიანის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. ორივე მხარე
ერთმანეთს ეპითეტებით მანამდეც ამკობდა, თუმცა მას მერე, რაც მილიარდერს
საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატის, ვალერი გელაშვილის გვარი გელბახიანში
აერია, სწრაფად დასძინა, საჩხერელ გელბახიანს მშობლიურ რაიონში აღარ
ჩაესვლებაო. მძიმე განცხადებას გელბახიანიც ანალოგიურად პასუხობს,
ეხმაურება ყოფილი თანამებრძოლის, ვიქტორ ჯაფარიძის "ქართულ ოცნებაში''
მაჟორიტარად კენჭისყრას და ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის
შეტანას აანონსებს - "ვერსიის'' კითხვებს ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი
საარჩევნო შტაბის უფროსი, მოძრაობა "ჩემი საქართველოს'' ლიდერი ვალერი
გელბახიანი პასუხობს: