ევროპარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრებს ისე გაუჭირდათ, რომ
კომუნისტური პარტიაც ეხმარებოდათ, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული
ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე
გამართული დებატების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დაწყებული განხილვები დადებითი მოვლენაა.