აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩემთვის
ცნობილი გახდა, რაღაც კადრები ვრცელდება, თითქოს „ქართული ოცნების"
მაისურებში ჩაცმული ადამიანები ვიღაცეებს სცემენ. თუ ასეთი კადრები მართლაც
არსებობს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მაისურების მოპოვება ძალიან ადვილია
და ამიტომაც სრულიად შესაძლებელია, რომ იმ ზონდერებმა ჩაიცვან ეს
მაისურები, ხალხს დაერიონ და შემდეგ ჩვენ დაგვაბრალონ.
გორის რაიონის სოფელ კარალეთში მომხდარ
ინცინდენტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და
ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. შსს–ს ინფორმაციით ფაქტზე
უკვე დაიწყო გამოძიება, თუმცა „ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი
აცხადებს, რომ პოლიციაში მისულ „ქართული ოცნების" წევრებს სულ სხვა სურათი
დახვდათ, აღმოჩნდა, რომ გამოძიება დაწყებული არ არის. აქვე სოზარ სუბარი
ასახელებს იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების" წევრებს სოფელ
კარალეთში თავს დაესხნენ და ინცინდენტის დეტალებზე საუბრობს.
კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში, გუშინ მომხდარი ინციდენტისას დაშავებულთაგან არც ერთი ამ დროისთვის გორის საავადმყოფოში აღარ რჩება. როგორც
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გორიდან იუწყება, ბოლო პაციენტი, რომელიც
გუშინ საღამოს საავადმყოფოდან გაწერეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერი,
გიორგი ლუკაშვილი იყო.