ოთხშაბათი, 18.06.2025, 23:09
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 13 » ნუ მიიყვანს ხელისუფლება ხალხს რევოლუციამდე
09:02
ნუ მიიყვანს ხელისუფლება ხალხს რევოლუციამდე

გორის რაიონის სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების"
მოსახლეობასთან შეხვედრა ჩხუბით დასრულდა. კარალეთში ხალხთან შესახვედრად
კოალიციის წევრები სოზარ სუბარი, გიორგი ვოლსკი და კახი კალაძე ჩავიდნენ.
რამდენიმე ადგილობრივმა კოალიციის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენa,
რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების"
წევრებს ქვებიც ესროლეს და რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში მოხვდა. ასევე
კოალიციის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტების მიმართაც აგრესიულად იყვნენ
განწყობილები. დაშავდნენ საინფორმაციო სააგენტო „ინფო9"-ის და
ტელეკომპანიების „მეცხრე არხისა" და „თრიალეთის", ასევე შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები, სულ 10 ადამიანი.

გაგრძელება სპოილერში >>>>









ნანახია: 1784 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 3591 2 3 ... 23 24 »
0  
1 londa   (13.07.2012 09:16) [Материал]
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს ქარელის რაიონის სოფლებს ბრეთის მეურნეობას, ძველიჯვარსა და სასირეთს სტუმრობდნენ. ლიდერებს სოფლიდან სოფელშუი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაყვებოდნენ და შეკრებილ მოსახელობას პრობლემებზე საუბრისგან თავის არიდებას ურჩევდნენ. „დიახ, ჩვენ ყველგან გამოგყვებით, ფიგარო იქ - ფიგარო აქ“ - ასეთი კომენტარი გააკეთა საკრებულოს თანამშრომელმა ნანული ბუზიაშვილმა. შეწუხებული მოსახლეობა საკუთარ პრობლემებზე მაინც ღიად საუბრობს. „განადგურებულები ვართ, წელში გაგვწყვიტეს, ჩვენთან არაფერი კეთდება, გადასახადებს ვეღარ ავუდივართ,“ - აცხადებენ ადგილობრივები. გამგებლის მელორ ელიაშვილის თქმით კი, სოფლებში ყველაფერი კეთდება და მოსახლეობას უბრალოდ გადასახადების გადახდა არ უნდა.

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1139

0  
2 londa   (13.07.2012 09:17) [Материал]
"დღეს "მაესტროს" საინფორმაციოში ნახეთ სიუჟეტი სადაც დასტურდება რომ ლილოს ბაზრობაზე სატელიტური თეფშები ჩამოართვეს გამყიდველებს და აკრძალეს სატელიტური მოწყობილობების გაყიდვა." - მამუკა ღლონტი

0  
3 londa   (13.07.2012 09:23) [Материал]
კალაძეს ეუბნებიან:

ფული დაგენანა ძმის გამტაცებლებისტვის რომ მიგეცა და ძმა მოაკვლევინეო!!

მახსოვს ერთხელ ნაბიზარმა ჯიმიმაც დაწერა იგივე!!!

ღმერთსა ვთხოვ, თქვენს ახლობლობაში სულ ასეთი სიმწარე იყოს!!

ძალიან ვარ გამწარებული, ამ უგვანო ხალხისგან უფრო!!!

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1151

0  
4 londa   (13.07.2012 09:24) [Материал]
როგორ აფერხებენ ინფო 9-ის ვიდეოების გაშვებას, ძალიან ნელა იტვირთება.

0  
5 londa   (13.07.2012 09:26) [Материал]
კაცს ეუბნებიან ძმა შენ მოკალიო.. კიდევ კარგად შეიკავა თავი კახიმ, ვენაცვალე, მაგრამ შეგინებით მაინც შეიგინა და ქვისმსროლი და თეფშიყლაპია ხელისუფლება კახი კალაძეს ამტყუნებს მომხდარ ინციდენტში..

პავლიკა კუბლაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა კალაძე და მისი ზონდერებიო...!!

სამარცხვინო ხელისუფლება და ასმაგად სულგაყიდული მისი მომხრეები... მე არ ვიცი, რა სახელით ცაიწერებიან ეს ხალხი საქართველოს ისტორიაში!

0  
6 londa   (13.07.2012 09:27) [Материал]
ხევსურეთში „მაესტროს“ და „მეცხრე არხის“ ყურება აკრძალეს

inShare
2012.07.13 | 12:53

„პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მოსულები 2 დღის წინ. ყველა ოჯახში მივიდნენ, ვისაც სატელიტური ანტენა აქვს. ოთახში შემოვიდნენ, ტელევიზორი ჩართეს და ნახეს, რომელი არხები გვაქვს ჩართული. „მაესტრო“, მეცხრე არხი“ და „25–ე არხიც“ გვქონდა. მოგვთხოვეს, რომ „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ პროგრამიდან ამოვშალოთ“, – აცნობეს მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ბარისახოში მცხოვრები ერთ–ერთი ოჯახიდან.
ეს ინფორმაცია მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა ბარისახოს სხვა მაცხოვრებლებთანაც გადაამოწმა. მათ დაადასტურეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ოპოზიციური ტელეარხების გამორთვა მოსთხოვეს, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე რესპონდენტებმა უარი თქვეს.

„მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ სიხშირეებიდან ამოშალეს. დაგვიბარეს, რომ პერიოდულად შეგვამოწმებენ. ეგ რა საქციელია, ბარემ ტელევიზორები ჩამოგვართვან და წაიღონ“, – აღნიშნა ერთ–ერთმა რესპოდენტმა პირად საუბარში. მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ. უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ, დამადასტურებელი დოკუმენტი კი არ წარუდგენიათ, შესაბამისად, მათი ვინაობა არ იცის.

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი დუშეთის პოლიციასაც დაუკავშირდა, სადაც კომენტარი არ გააკეთეს.

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ამგვარი ზეწოლა თიანეთის რაიონშიც ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ვიდრე მოსახლეობას „მაესტროს“ და „მეცხრე არხის“ ყურებას აუკრძალავდნენ, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ჯერ „გლობალ TV“–ის, ხოლო შემდეგ „მაესტროს“ კუთვნილი ათიათასობით ანტენა დააყადაღა. ორივე კომპანიას ანტენები შეღავათიანი პირობებით რეგიონებში უნდა დაემონტაჟებინა, რის შედეგადაც მოსახლეობას ამ და სხვა არხების ყურების შესაძლებლობა ექნებოდა.

0  
7 londa   (13.07.2012 09:28) [Материал]
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის წევრს, კრისტიან ვიგენინის შეხვდა. საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და წინასაარჩევნო პერიოდს შეეხო. კრისტიან ვიგენინის განცხადებით, დღეს საქართველო საინტერესო პროცესში იმყოფება, რადგან გამოიკვეთა ძლიერი ოპოზიციური ძალა. მისივე თქმით, ევროპარლამენტი დეტალურად დააკვირდება მოვლენების განვითარებას.
ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოს ბედით დაინტერესებისა და იმ პოზიციის გამო, რომელიც მას გააჩნია

0  
8 ფეფე   (13.07.2012 09:30) [Материал]
გამარჯობათ. tongue tongue tongue 15 წუთში მოვალ.

0  
9 londa   (13.07.2012 09:31) [Материал]
სალამი ფეფე :* smile

0  
10 ფეფე   (13.07.2012 09:44) [Материал]
ლონდა ეს შეხვედრა კარალეთში კი არ მოხდა, გორთან არის ლტოლვილების დასახლება და იქ დაერივნენ ქართული ოცნების აქტივისტებს. კარალელი მანდ არავინ ყოფილა.

0  
11 ფეფე   (13.07.2012 09:51) [Материал]
ლტოლვილებს ალბათ აუკრძალეს იმ ბოსლებიდან გამოსვლა და ძონდერებმა აიღეს საკუთარ თავზე ქართული ოცნების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა. ის ერთი მოხუცი რომ მორბის ჯოხი, რას ვიზამთ აბა? ხომ გაგიგიათ ერთი გიჟი ყველა სოფელს ჰყავსო... sad

0  
12 londa   (13.07.2012 09:54) [Материал]
იცი რა მიკვირს ფეფე? აი იმ დევნილებიდან ზოგი ხო მართლა უჭერს მხარს ამ თეფშიჭამია და ქვისმსროლია მიშას და ნეტა მაგათ ტვინში ჩამახედა რააა.. ამდენი უბედურება გამოიარეს, უსახლკაროდ დარჩნენ, მათხოვრებად იქცნენ, გროშებზე მეოცნებეებად აქციეს ეს საცოდავი ხალხი და მაინც მიშა მიშას გაყვირიან!!!!

ღირსები ხართ ვინც მიშას აფანატებთ რომ ამ სიღარიბეში ამოგხდეთ სული!! მაგრამ ბიძინა მაინც მოვა და გეშველებათ ტქვე უბედურებო, აი მერე როგორ უნდა გამოყოთ ტავი და სირცხვილით როგორ უნდა თქვათ, უი ვცდებოდითო!!!

კახი კალაძეს ეუბნებიან ძმა შენ მოკალიო.. ეს ორღობის ჭორიკანა კაცები, კაცობა გაყიდულები რა დღეში არიან უყურე ამათ??

არსად არ მინახავს ასე ქვების სროლა.. როგორ იყვნენ შეიარაღებულები ბლინ!!!

ასეთი მაგარი ხალხი თუ იყავით, შებრძოლებპოდით რუსებს დანა-ჩანგლით როგორც დათო ბაქრაძემ მოგიწოდათ!!!

სირცხვილია.. დიდი სირცხვილი!!!

0  
13 londa   (13.07.2012 09:56) [Материал]

0  
14 londa   (13.07.2012 09:56) [Материал]
თურმე კალაძეს არ ადარდებდა თავისი ძმა და იმ ვიღაც ნაბოზარს აწუხებდა ეს ამბავი!!!!

უუუუხხხხხხხ

0  
15 ფეფე   (13.07.2012 10:03) [Материал]
ლონდა, შენ გჯერავს რომ ხალხი იმ მიწურებში ცხოვრობს? სარჩენი საშუალება ხომ უნდათ. ზოგი ქალაქშია საშოვნელზე, ზოგი სად და ზოგი სად. მაგ საცოდავებს ნორმალური ბაღებიც არ მისცეს რომ მიწა მაინც დაამუშაონ. დაცარიელებული არის იქაურობა. როდესაც ჩახვალ საქართველოში ყველაფერს ნახავ შენი თვალით. ისე იქ რამ მიიყვანა კალაძე. გველების და ხვლიკების მეტი მაგ მინდვრებზე არაფერი ხარობ.

1-15 16-30 31-45 ... 331-345 346-359
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025