"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას "საკუთარ ხალხზე ძალადობის გაძლიერებად" აფასებს.
როგორც
ბიძინა ივანიშვილმა დღეს, სტეფანწმინდაში სტუმრობისას ჟურნალისტებს
განუცხადა, ხელისუფლებას პოლიციის გამკაცრება სურს, რაც კიდევ ერთხელ
აჩვენებს ხელისუფლების უგუნურებას და იმას, რომ მათ ანალიზის უნარი და
სწორი გზა დაკარგეს.