საქართველოს აღმოსავლეთში წუხელ სტიქიამ იმძლავრა. გრიგალმა, კოკისპირულმა
წვიმამ და სეტყვამ კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის ქალაქებსა
და სოფლებში უბედურება დაატრიალა. ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ არავინ
დაღუპულა. სხვა მხრივ, მოსახლეობამ ყველაფერი დაკარგა, რისი წართმევაც
მოვარდილ ღვარ-ცოფს შეეძლო - სახლ-კარი, პირუტყვი, მოსავალი.