ოთხშაბათი, 18.06.2025, 14:51
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 23 » ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან გადადგა
09:23
ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან გადადგა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან გადადგა. განცხადება ამის შესახებ ბეჟაშვილმა დღეს აუდიტის ოფისში გააკეთა და გადაწყვეტილების მიზეზად კახეთში მომხდარი სტიქია დაასახელა.

"მივიჩნევ, რომ ჩემი შინაგანი განცდა და ვალდებულებაც არის, ამ ძნელბედობის ჟამს გვერდით დავუდგე ჩემს კახელებს და დავეხმარო მათ სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში, რაც შეუთავსებელია ჩემს თანამდებობასთან. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თბილისში კონკრეტული მაღალი თანამდებობა და ჩემი მომავალი საქმიანობა, ჩემს მეგობრებთან ერთად, დავუკავშირო ჩემს გაჭირვებულ ხალხზე ზრუნვას", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ხალხს განსაკუთრებული ზრუნვა და გვერდით დგომა სჭირდება.
ამასთან, დღეს ბეჟაშვილმა არ დააკონკრეტა, გეგმავს თუ არა კახეთის რომელიმე რაიონში მაჟორიტარად კენჭის ყრას.

მისი გადაწყვეტილება პარლამენტს დღეს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანო კი საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, თუ ვინ შეცვლის ბეჟაშვილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის პოსტზე.
ლევან ბეჟაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (ყოფილი კონტროლის პალატა) 2008 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო


ნანახია: 1076 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 7
0  
1 londa   (23.07.2012 09:25) [Материал]
არ მჯერა მე ასეთი ნიანგის ცრემლების.. აქ რარაც მოხდა და მაგიტომაც "გადადგა" ხალხზე ზრუნდა არა, იხვის ტოლმა. სად იციან ამათ ხალხზე ზრუნვის ვალდებულება!!

საინტერესო მასალა დაიდო დღეს მასზე

0  
2 londa   (23.07.2012 09:25) [Материал]
ლევან ბეჟაშვილის მიერ "ნაცმოძრაობისთვის'' შეწირული 500 ათასი დოლარი და პრეზიდენტის მიერ 1 ლარად ნაჩუქარი მიწა
რამდენიმე დღის წინ კოალიცია "ქართული ოცნებისა'' და ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი, რომან კუსიანი კოალიციაში შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმეს და 150 000 ლარის გადახდა დააკისრეს. სასამართლო პროცესზე, მოგვიანებით კი "ვერსიისთვის'' მიცემულ ინტერვიუში, რომან კუსიანმა ყოფილ თანაგუნდელს, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის, იგივე სახელგადარქმეული კონტროლის პალატის უფროსს, ლევან ბეჟაშვილს ბრალი აქეთ დასდო - ბეჟაშვილმა "ნაციონალურ'' მოძრაობას 500 000 დოლარი შესწირაო. დღევანდელი და ძველი კანონმდებლობითაც, ეს სერიოზული კანონდარღვევაა და შემოწირულობაც იმაზე ხუთჯერ და ათჯერ მეტია, რაც ბეჟაშვილის მიერ იმ პროცესზე დაჯარიმებულ "კოალიციელებს'' ჯამშიც არ გამოსდით. "ვერსია'' ამ ფაქტით დაინტერესდა და საინტერესო დოკუმენტაცია მოიპოვა.

0  
3 londa   (23.07.2012 09:26) [Материал]
N1. "ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის/არასაცხოვრებელი ფართის შესახებ'' - თბილისში, ვაშლიჯვარში, ზონა 2 ა-ში, მეორე კორპუსში მდებარე N18 ბინაში, რომლის საერთო ფართი 83,77 კვ მეტრია, საცხოვრებელი ფართი კი 41 კვ მეტრი, სააქციო საზოგადოება "თი ბი სი ბანკს'', საკრედიტო მომსახურების სახით ლევან ბეჟაშვილის მამაზე, ჯუმბერ ბეჟაშვილზე 500 000 დოლარის ოდენობის სესხი აქვს გაცემული. სესხის მთელი "ღირსება'' მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი 40 კვმ-ში არ არის. კრედიტის პირობები იმდენად ლიბერალურია, რომ ეჭვის საფუძველს ესეც იწვევს - ხელშეკრულება 2006 წლის 29 დეკემბერსაა დადებული, კრედიტის დაფარვის ბოლო თარიღი კი 2031 წელია, ანუ ბანკი ბეჟაშვილების ოჯახს 25 წლის ვადას აძლევს ვალის გადასახდელად, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა კი მხოლოდ და მხოლოდ 10 დოლარია.

N2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, განცხადება N316302 განცხადება - 2011 წლის 21 ივნისს, ლევან ბეჟაშვილმა 1 სამუშაო დღის ვადაში, შუადღის 2 საათიდან საღამოს 10 საათამდე სარეგისტრაციო წარმოება გააუქმა. ბეჟაშვილი ჯერ პარლამენტის დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, 2008 წლის 15 ივლისიდან კი კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახდა და ამ თანამდებობების პარალელურად, სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, რაც ასევე სამართალდარღვევაა.

0  
4 londa   (23.07.2012 09:27) [Материал]
N3. 2011 წლის 30 აგვისტოს, პრეზიდენტის N10/08/04 განკარგულებით, ლევან ბეჟაშვილი 610 კვარდატული მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის მფლობელი ხდება სამგორში. დოკუმენტებს "ვერსიას'' რომან კუსიანი აწვდის: "არ ვდავობ იმაზე, რატომ ჩამითვალეს ეს 30 000 კანონდარღვევად, რატომ დამსაჯეს და ა.შ. უბრალოდ, ვამბობ ერთ რამეს - მოგელაძეს ამოფარებულ ბეჟაშვილს, რომელიც უნდათ, ნათია მოგელაძის სამსახურით გააკეთილშობილონ და ისე გამოიყვანონ, ვითომ ის არაფერ შუაშია, სხვისი გასამართლების მორალური და სამართლებრივი უფლება არ აქვს! ლევან ბეჟაშვილი პოლიტიკურ დევნას პარტიებსა და მათ მხარდამჭერ ადამიანებზე არ უნდა ახორციელებდეს მაშინ, როცა თვითონაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამართალდამრღვევი, უფრო დიდი მასშტაბებით. ეს არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც, თანამდებობის პარალელურად, შეუძლია იყოს ინდ/მეწარმეც, როცა რაღაც საქმისთვის დასჭირდება, ეს თანამდებობა გამოიყენოს და მერე ისევ გააუქმოს ინდ/მეწარმეობა. ბეჟაშვილს შეუძლია, თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, "თი-ბი-სი'' ბანკი აიძულოს, ვაშლიჯვარში, სადღაც ზემოთ, მდებარე 41 კვადრატულში 500 000-დოლარიანი სესხი მისცეს და ამის მერე კიდევ უფრო დიდი სამართალდარღვევა ჩაიდინოს - ლევან ბეჟაშვილს 2006 წელს, ადგილობრივი არჩევნების დროს, თავისი დედაპარტიისთვის, ნაციონალური მოძრაობისთვის 500 000 დოლარი აქვს გადარიცხული. როგორც ჩანს, მთელი ამ "დამსახურებებისთვის'', პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საჩუქრად გადასცა მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვაზე. პრეზიდენტის მხრიდან ეს პირდაპირი მნიშვნელობით ქრთამია. ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რამდენად აღრეულია სისტემებს შორის ურთიერთობა. სხვათა შორის, ლევან ბეჟაშვილი ერთ-ერთი იყო იმათ შორის, ვინც არათუ უკანონობად თვლიდა ლარიანი საჩუქრის მიღებას ნინო ბურჯანაძისგან, არამედ მორალურადაც ვერ ამართლებდა და მისთვის შინაგანად აუხსნელი იყო, როგორ უნდა მიეღო ადამიანს ასეთი საჩუქარი ერთ ლარად.

0  
5 londa   (23.07.2012 09:27) [Материал]
დანარჩენი აქ წაიკითხეთ

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/politik....lari-da -prezidentis-mier-1-larad-nachuqari-mitsa.html#ixzz21S5CrGur

0  
6 ფეფე   (23.07.2012 14:56) [Материал]
იქნება ადამიანმა გაიღვიძა მასში?

0  
7 ფეფე   (23.07.2012 15:08) [Материал]
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა და მიზეზად დაასახელა კახეთის რეგიონის დახმარება „სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში“, რაც მის თანამდებობასთან "შეუთავსებელია". „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თბილისის, კონკრეტული მაღალი თანამდებობა და გვერდში დავუდგე ჩემს კახეთს, ჩემს კახელებს და ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო გაჭირვებაში მყოფ ხალხზე ზრუნვას“ – განაცხადა ბეჟაშვილმა 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. გავრცელებული ცნობით, ბეჟაშვილმა შესძლოა მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი კახეთში. 2008 წლის ივლისში კონტროლის პალატის - რომლის ამჟამინდელი დასახელება სახელმწიფო აუდიტის სამსახურია - თავმჯდომარედ დანიშვნამდე ბეჟაშვილი ხუთი თვის განმავლობაში პრეზიდენტის რწმუნებულად მუშაობდა კახეთის რეგიონში.

რადგან მაგ რეგიონიდან არის, უნდათ, რომ მაჟორიტარ დეპუტატად გაუშვან.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025