ოთხშაბათი, 18.06.2025, 23:36
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 22 » კახეთში ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მიერ მართული უწოდეს
05:16
კახეთში ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მიერ მართული უწოდეს

კოალიცია "ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კახეთში იმყოფება, სადაც სტიქიის შედეგდად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას ადგილზე ეცნობა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მოსახლეობასთან შეხვედრისას, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის , ალექსი ნატროშვილის დედამ, ნათელა ნატროშვილმა კოალიციის ლიდერს რუსეთის მიერ მართული ძალა უწოდა.

"ვინც რუსეთისკენ იწევს, ის ხალხი აქ არ უნდა იყოს. ჩემი შვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა, ეს ქუჩა ჩემი შვილის სახელს ატარებს და ივანიშვილის მსგავსი ხალხი, საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს ის ადამიანი სჭირდება, ვინც ქართულ საქმეს გააკეთებს. ქართული ოცნება ის არ არის, რომ რუსეთში შეძვრეს ადამიანი. ახლა თუ სტიქიამ გაგვანადგურა, 2008 წელს რუსეთმა გაგვანადგურა და ყოველთვის გვანადგურებდა და ბიძინას მოსვლის შემდეგ, იქნებ საფლავიდანაც ამომიგდონ ჩემი შვილი”, – განაცხადა ნათელა ნატროშვილმა.

"ქართული ოცნების” ლიდერმა გარდაცვლილი ჯარისკაცის დედის რეპლიკები უკომენტაროდ დატოვა.

opinion.ge

ნანახია: 2229 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 3861 2 3 ... 25 26 »
0  
1 ფეფე   (22.07.2012 05:57) [Материал]
NDI: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიკლო, „ოცნებამ“ მოიმატა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ( NDI ) 16 ივლისს გამოაქვეყნა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. მეორე ადგილზე კოალიცია „ქართული ოცნებაა“, მესამეზე კი - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. რა აჩვენა NDI-ის კვლევამ და როგორ აფასებენ მის შედეგებს სპეციალისტები?

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით შესრულებული კვლევა, რომელიც 4 ივნისიდან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, 6 ათას 300 დასრულებული ინტერვიუსაგან შედგება. „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს თქმით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 75 პროცენტი მიიღებდა. ამასთან, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის გაიმართება.

„რაც შეეხება შეკითხვას, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, შედეგები ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელმა 11 პროცენტით იკლო, წინა კვლევასთან შედარებით. „არ ვიცი“ კატეგორია არ შეცვლილა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი 8 პროცენტით გაიზარდა, უარი პასუხზე კი 6-მა პროცენტმა თქვა. „არც ერთი პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „სხვა ოპოზიცია“ - იმავე მაჩვენებლებში დარჩნენ.“

( მიუხედავად მთელი რიგი ზეწოლისა და რეპრესიებისა, აშკარად ჩანს, რომ ნელ-ნელა ქრება ხალხში შიში აზრის თავისუფლად გამოხატვისა.)

0  
2 ფეფე   (22.07.2012 06:06) [Материал]
კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი 2012 წლის თებერვლის შემდეგ 47-დან 36 პროცენტამდე შემცირდა, მაშინ როცა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი 10-დან 18 პროცენტამდე გაიზარდა. პოლიტილოგ გია ნოდიას თქმით, ამგვარი დინამიკა ლოგიკურია რამდენიმე მიზეზის გამო:

„მოსალოდნელი იყო! მიტინგების ამ წარმატებულმა კამპანიამ გარკვეულწილად შეცვალა სიტუაცია და შეცვალა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. მანამდე თუნდაც უკმაყოფილო ადამიანები სკეპტიკურად უყურებდნენ ივანიშვილს იმიტომ, რომ პასიური იყო. ახლა ამას მასზე ვერ ვიტყვით, მან უფრო მეტად შეძლო ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის თავის გარშემო შემოკრება და, მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, რომ მეტი ვერ შეძლო, 20 პროცენტზე მეტს ველოდი. საინტერესოა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა. როგორც ჩანს, ზიარჭურჭლის ეფექტთან გვაქვს საქმე.“

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს, 22-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას, 16 პროცენტი კი უარს ამბობს პასუხის გაცემაზე. ყოველივე ეს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს აფიქრებინებს, რომ გამოკითხულთა 40 პროცენტზე მეტი, უბრალოდ, გაურბის პასუხის გაცემას.

„ეს ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარი არ ენდობა კვლევას. ანუ რაღაცას აკეთებდნენ მკვლევარები ისეთს, რომ იმსახურებდნენ ასეთ უნდობლობას. როგორ შეიძლება ენდო გამოკვლევას, რომელსაც არ ენდობა რესპონდენტი? ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ უმჯობესი იქნება დაანებოს თავი საქართველომ ნავაროს, სირცხვილია!“, უთხრა რამაზ საყვარელიძემ რადიო
თავისუფლებას.

საინტერესოა ის 22 პროცენტი, რომელმაც არ იცის ვინ აირჩიოს და 16 პროცენტი, რომელიც უარს ამბობ პასუხის გაცემაზე, ბოლოს ვი აირჩევენ. მიუხედავად ამ გაყალბებული შედეგებისა, მაინც ჩანს რომ "ქართული ოცნება" ნაციონალებზე წინ დგას

0  
3 ფეფე   (22.07.2012 06:11) [Материал]
„ენ-დი-აის“ კვლევებს არ ენდობიან ლეიბორისტულ პარტიაში. საქმე ის არის, რომ, მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების“ გარდა, მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატებს აქვთ დამოუკიდებელი რეიტინგი (3 პროცენტი), ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის ჯამური რეიტინგი 2-დან 1 პროცენტამდეა შემცირებული. იმის გამო, რომ არ ენდობა, „ენ-დი-აის“ კვლევის შედეგების კომენტირებაზე უარი თქვა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემაც:

„ჩვენ არ ვიცით მეთოდოლოგია ამ კვლევების, ჩვენ არ ვიცით გამჟღავნების ინსტრუმენტი როგორია, რადგანაც არასოდეს ვიგებთ მთლიან სურათს... არ ვიცით, როგორ არის ჩატარებული საველე სამუშაო და ა.შ.“

„ქართული ოცნებისა“ და სხვა ოპონენტების პასუხად „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო ამბობს, რომ კვლევა საერთაშორისო სტანდარტით ტარდება და მისი მეთოდოლოგია თუ სხვა დეტალები შეძლებისდაგვარად გახსნილია დაინტერესებულ პირთათვის, თუმცა, ნავაროს თქმით, არსებობს გამჭვირვალობის ზღვარი, რომლის იქითაც ორგანიზაცია ვერ გადავა:

”ჩვენ გაცილებით მეტად ვასაჯაროებთ გამოკითხვის მეთოდოლოგიას, ვიდრე ამას პოლიტიკურ კვლევებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები აკეთებენ. თუკი რომელიმე მათგანი უფრო მეტად გამოააშკარავებს ან გამჭვირვალეს გახდის თავის მეთოდოლოგიას, მაშინ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რას შეიძლება გადავხედოთ. მაგრამ ის იდეა, რომ ჩვენ ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა დავუშვათ კითხვართან, ეწინააღმდეგება ჩვენს, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის, პრინციპებს. თქვენი შეკითხვა არსებითად იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებმა უნდა გვიკარნახონ კითხვები. ჩვენ ამას არასოდეს გავაკეთებთ”.

რა თქმა უნდა ამ დიდი დემონსტრაციების შემდეგ NDI-მაც დაინახა, რომ შედეგების უხეშ გაყალბებას აზრი აღარ აქვს და კუდი ოდნავ მოიკვეცა.

0  
4 ფეფე   (22.07.2012 06:15) [Материал]
თუმცა დავუბრუნდეთ კვლევასა და მის სხვა მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, პატრიარქს, 92 პროცენტით, მოწონების ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. შემდეგ მოდის გიგი უგულავა, 60 პროცენტით, მიხეილ სააკაშვილი, რომლის რეიტინგი 70-დან 58 პრცენტამდე დაეცა. ბიძინა ივანიშვილი, 46 პროცენტით, მეშვიდე პოზიციაზეა და მას უსწრებენ გიორგი თარგამაძე, დავით ბაქრაძე და ვანო მერაბიშვილი. რაც შეეხება საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, შეკითხვაზე, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად მხოლოდ მათგან, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, პასუხები ასე განაწილდა: 25 პროცენტს არ აქვს პასუხი. 22 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს უჭერს მხარს, 20 კი - ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ამასთან, პასუხის გაცემაზე უარი 17-მა პროცენტმა თქვა.

სასაცილოა... თურმე ივანიშვილს უსწრებენ გიგი უგულავა, გიორგი თარგამაძე, დავით ბაქრაძე და ვანო მერაბიშვილი.

სააკაშვილს ცუდად აქვს საქმე.

0  
5 ფეფე   (22.07.2012 06:17) [Материал]
არალე, ჯერ არ გაიღვიძე?

0  
6 ფეფე   (22.07.2012 06:31) [Материал]
ვის აირჩევდით საქართველოს პირველი პირის პოსტზე?

მიხეილ სააკაშვილს 102 / 14%

დავით ბაქრაძეს 5 / 1%

ვანო მერაბიშვილს 51 / 7%

ბაჩო ახალაიას 3 / 0%

დიმიტრი შაშკინს 1 / 0%

გიგი უგულავას 5 / 1%

გიგა ბოკერიას 4 / 1%

ბიძინა ივანიშვილს 432 / 61%

გიორგი თარგამაძეს 8 / 1%

ჯონდი ბაღათურიას 11 / 2%

კახა კუკავას 7 / 1%

ნინო ბურჯანაძეს 19 / 3%

სხვას 33 / 5%

არ ვიცი 25 / 4%

სულ: 706

აკი გიგი უგულავა, გიორგი თარგამაძე, დავით ბაქრაძე და ვანო მერაბიშვილი უსწრებენ ივანიშვილს. ამ გამოკითხვიდან კარგად ჩანს ვინ ვის უსწრებს. biggrin

+1  
7 ფეფე   (22.07.2012 06:52) [Материал]
ლერა მოსულა!!!!!!!!! აი ტარხუნის ლიმონათს შემოგთავაზებ ლერა. biggrin

0  
8 ფეფე   (22.07.2012 06:57) [Материал]
სოფელი, სადაც სასმელი წყლის მოთხოვნა პატიმრობით ისჯება

კასპის რაიონის სოფელ დოესში დაკავებული გია ოხანაშვილის დედა ელისაბედ ოხანაშვილი სოფელში არსებულ განუკითხაობაზე საუბრობს:

_ გამგებელი, საკრებულოს დეპუტატი და მათი ოჯახის წევრები ჭამენ სოფელს, თან კარდაკარ დადიან და ხალხს ემუქრებიან, რომ ხმის ამოღება არ გაბედონ. გორის აქციის წინ, სოფელში სათითაოდ დაუვლიათ ყველა ოჯახი და ხალხი გაუფრთხილებიათ, _ აქციაზე არ წახვიდეთ, თორემ სამსახურებიდან გაგყრითო.

"ერთი ავტობუსი ხალხი ჩამოვიდა ჩვენი სოფლიდან ამ აქციაზე, მაგრამ უფრო მეტი მოვდიოდით, უკვე გამზადებული ხალხი მუქარით ჩამოსვეს ავტობუსიდან და სახლში შეაბრუნეს-აცხადებს ელისაბედ ოხანაშვილი„ გურია ნიუსთან“ საუბარში.

დოესელებზე ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლა 23 ივნისის საპროტესტო გამოსვლის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც სოფელმა წყალი მოითხოვა.

ელისაბედ ოხანაშვილის თქმით, სოფლის წყლით მომარაგებისთვის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარია გამოყოფილი, სოფელს კი წყალი დღემდე არ აქვს. 23 ივნისის აქციაზე, ხალხმა გამგებელ ხორბალაძეს , საკრებულოს დეპუტატ მესროპაშვილს და მელიორაციის უფროს შაქარაშვილს სამუშაოების დაწყების გაჭიანურება უსაყვედურა.

სოფელ დოესს სარწყავი წყალი რამდენიმე წელია არ მიეწოდება და აქაურები წყალს მეზობელ სოფლებს სთხოვენ. სოფლის ახალგაზრდები წყლის რიგში ათენებენ ღამეებს, მინდვრებში სძინავთ. ხშირია გველის დაკბენის შემთხევებიც.

"გამოვედით მთელი სოფელი და მოვითხოვეთ აეხსნათ, რატომ აჭიანურებენ სამუშაოების დაწყებას. ყველას ერთი ეჭვი გვაქვს, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული რამდენიმე ადამიანის ჯიბეში აღმოჩდება.სულ 5 კაცი ჭამს სოფელს, ყველაფერს ეგენი განაგებენ, ყველაფერში ერევიან,"_ აცხადებს ელისაბედ ოხანაშვილი.

23 ივნისის სოფლის აქციაზე, გამგებელი, საკრებულოს დეპუტატი და მელიორაციის უფროსი ჩავიდნენ, შეხვედრას ესწრებოდა მედიაც . რამდენიმე ახლაგაზრდამ თანასოფლელები ტყუილში დაადანაშაულა, როდესაც განაცხადეს, რომ სოფელს წყლის პრობლემა არასდროს ჰქონია.

"მაგ ოთხი ბიჭიდან ერთ-ერთ გამგებელ ხორბალაძის შვილია. დანარჩნები: რაზმაძე, თედიაშვილი და ხინჩიკაშვილი მისი მეგობრები.როგორც გავიგეთ, ბავშვებისთვის წინასწარ მიუციათ 200-200 დოლარი, რომ ჟურნალისტებისთვის ტყუილები ეთქვათ. სწორედ მათ შეეკამათა ჩემი შვილი და მაზლიშვილი.ეგ ბავშვები წაიყვანეს პოლიციაში და მიაცემინეს ცრუ ჩვენება ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ. როგორც გავიგეთ, რაზმაძე გამოქცეულა პოლიციიდან, უარი უთქვამს ჩვენების დაწერაზე," _ აცხადებს ელისაბედ ოხანაშვილი

აქციიდან მესამე დღეს, მინდორში სამუშაოდ წასული ტარიელ და გია ოხანაშვილები პოლიციამ დააკავა. სოფელმა მათი დაკავება გააპროტესტა, ხალხმა 4 სამარშრუტო ტაქსი დაიქირავა და კასპში პოლიციის წინ აპირებდა აქციის გამართვას დაკავებულების გათვისუფლების მოთხოვნით.

ელისაბედ ოხანაშვილი: "ეს ამბავი რომ გაიგო, ამოვიდა საკრებულოს დეპუტატი მესროპაშვილი, _ რა განერვიულებთ, ერთ საათში გამოვუშვებთ ბიჭებსო, არწმუნებდა ხალხს. დაუჯერა ხალხმაც და დაიშალა. ამის შემდეგ, მესროპაშვილი კასპის პოლიციაში ჩავიდა,ხალხი აღელვებულიაო განაცხადა და დაკავებული ბიჭები იმ წუთშივე მოაშორეს რაიონს . "

დაკავებულებს სასამართლომ ისე შეუფარდა 45 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ ადვოკატს პროცესზე დასწრების საშუალება არ მისცეს.

0  
9 ფეფე   (22.07.2012 06:58) [Материал]
შვილის ამბის გასაგებად, ოხანაშვილები გორის აქციაზე ჩავიდნენ და თინა ხიდაშელს შეხვდნენ.

"რაც შეუძლიათ გვეხმარებიან, ადვოკატით, მაგალითად. ჩემი ბიჭი სასაფლაოს დარაჯად მუშაობდა და იმით გვინახავდა ჩვენცა და თავის ცოლშვილსაც. ხიდაშელმა გვიხრა, _ ჩვენი ბიჭების ამბავი სტრასბურგშიც განუხილავთ. რა ვიცი, ცოტა იმედი მომეცა," _ აცხადებს გია ოხანაშვილის მამა.

გორის აქციაზე ჩასულმა მშობლებმა თინა ხიდაშელისაგან შეიტყვეს, რომ მათი ბიჭების საქმეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში პოლიტიკური ნიშნით დევნის კვალიფიკაცია მიეცა. მშობლებს ეს ამბავი ახარებთ, თუმცა ეშინიათ, რომ სუსტი ჯანმრთელობის გია ოხანაშვილის მდგომარეობა ციხეში კიდევ უფრო დამძიმდება.გია ოხანაშვილს მე-4 ხარისხის დამწვრობა აქვს ორივე ფეხზე, მისი ნერვული მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა.

ელისაბედ ოხანაშვილი გორის აქციაზე სიტყვით გამოსვლასაც აპირებდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

"მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მემხილებინა ის ადამიანები ვინც სოფელს ძარცვავს და აშინებს. მე არაფრის არ მეშინია! ერთი შვილი მყავს და ისიც დამიპატიმრეს." _ აცხადებს დაკავებულის დედა.

0  
10 ლერა   (22.07.2012 07:24) [Материал]
ფეფე გამარჯობა, მადლობა ტარხუნასთვის biggrin
რამდენი ხანია ტარხუნის ლიმონათი არ დამილევია, გემოც დამავიწყდა...

0  
11 ფეფე   (22.07.2012 07:25) [Материал]


სად არის აბა მიშას დაპირებული კბილები?

0  
12 ფეფე   (22.07.2012 07:28) [Материал]
გამარჯობა ლერა. გუშინ რა კარგ ხასიათზე ყოფილხარ... tongue tongue tongue tongue tongue

ისე, მაინც ვერ ვიგებ რატომ არ უნდა შემოდიან პრესტო და ტერი?

0  
13 ფეფე   (22.07.2012 07:29) [Материал]


სიამოვნებით ვუსურვებდი მიშასტებს, გაეზიარებინოთ ამ კაცის ბედი.

0  
14 ფეფე   (22.07.2012 07:30) [Материал]
კობა გამარჯობა. smile

0  
15 არალე   (22.07.2012 07:33) [Материал]
გამარჯობთ გოგოებო და კობა!

მღვიძავს ფეფიკო დიდი ხანია, გუშინ ინტერნეტი გამეთიშა და მთელი საღამო ვცდილობდი აღდგენას, ამ დილით გამომიგზავნეს ხელოსანი და მოვაწესრიგე
აბა , ჩემი უინტერნეტობა და უდიდგორობა იქნება? biggrin

1-15 16-30 31-45 ... 361-375 376-386
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025