ოთხშაბათი, 18.06.2025, 23:10
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 14 » ვანო მერაბიშვილმა სოფელი ბაკურციხე მოინახულა
10:33
ვანო მერაბიშვილმა სოფელი ბაკურციხე მოინახულა
ვანო მერაბიშვილმა სოფელი ბაკურციხე მოინახულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელი ბაკურციხე მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა მოსახლეობას დეტალურად გააცნო მთავრობის მომდევნო ოთხი წლის სამოქმედო გეგმა და მისი სამი ძირითადი პრიორიტეტი: დასაქმება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად სოფლის პრობლემებს, მათ შორის ჭარბი მოსავლის რეალიზაციის საკითხს. პრემიერმა ბაკურციხის მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა გააცნო.
საუბარი ასევე შეეხო კონკრეტულად სოფელ ბაკურციხისთვის ყველაზე მწვავე პრობლემას - სასოფლო-სამურნეო მიწების დატბორვას. ბაკურციხეში, 30 წელზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა სადრენაჟე - დამშრობ 8 კილომეტრიან არხზე. შესაბამისად 180 ოჯახის საკუთრებაში არსებული 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მუდმივად იტბორება და შეუძლებელია მათი დამუშავება.
დამშრობ არხზე გაწმენდითი სამუშაოების დასრულების და დატბორილი ფართობების დაშრობის შემდეგ, მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებას.
ბაკურციხეში არსებული ნიადაგი ვარგისია, როგორც მარცვლეული, ასევე ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვის. აგროკალენდრის დაცვით და ნიადაგის დროული გამდიდრებით, შესაძლებელი იქნება უხვი და ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება, რაც სოფლად მცხოვრები 180 ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის მიღებას განაპირობებს.
პრემიერი ბაკურციხის მოსახლეობას დაპირდა, რომ ხუთ დღეში არხის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
ნანახია: 1335 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 4031 2 3 ... 26 27 »
0  
1 londa   (14.07.2012 10:34) [Материал]
საინტერესოა, ვანოსსთვის ქვები რომ დაეშინა მოსახლეობას, დაცვა რას იზამდა ამ დროს!!

და რას იტყოდნენ ნარნარისნაირი უბედური ქალები!!

0  
2 ლერა   (14.07.2012 10:56) [Материал]
რას იზავდნენ და გაკოჭავდნენ,ხოლო ნარნარი იტყოდა, ეგრე უნდა მაგ მოღალატეებსო biggrin
ლონდ, ნარნარა იაფფასიანია და ადვილად წასაკითხი biggrin biggrin

0  
3 ლერა   (14.07.2012 10:58) [Материал]
ბაკურციხეში ბოლოს როდის იყო ნეტა ვანო????? რას დარბიან გამწარებულები, კახელი ეგრე არ აცანცარდება ვანოოოო, ეხლა რო გაგახსენდა, აქმდე სად იყავი, შენ მოგისმენენ და ხმას ბიძინას მისცემენ. გასკდით ნაცებო გულზე biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

0  
4 ლერა   (14.07.2012 11:07) [Материал]
დიკო, გამარჯობა გენაცვალე, რა სიამოვნებით ვკითხულობ შენს პოსტებს ბაბაჯანაზე biggrin

0  
5 londa   (14.07.2012 11:08) [Материал]
ამ დღეებში ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ძველი ინტერვიუ, რომელიც მან ერთ-ერთ რუსულ გამოცემას 2004 წელს, პუტინთან პირველი შეხვედრის შემდეგ მისცა. ამ ინტერვიუს წაკითხვის მერე თავისუფლად შეიძლება, ახლანდელმა სააკაშვილმა 2004 წლის სააკაშვილს ყველა ის ბრალდება წაუყენოს, რასაც ის და მისი გუნდი დღეს ე. წ. პრორუს პოლიტიკოსებს უყენებენ. მე რამდენიმე ციტატას გაგაცნობთ და თავად განსაჯეთ:

1) "მე რომანტიკოსი ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, რაღაც მინახავს და ვიცი - პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. სწორედ ასეა. მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ. მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა... ამიტომ, ახლა რუსეთში თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვაგან. პუტინი თავისი აზროვნების სტილით გაცილებით თანამედროვე და პრაგმატულია, ვიდრე დასავლელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა."

0  
6 londa   (14.07.2012 11:08) [Материал]
2)"მე მივხვდი, რომ შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს და ამიტომ არის პუტინი ასეთი ეჭვიანი! ხომ გესმით? პუტინს არ შეეძლო შევარდნაძესთან საერთო ენის გამონახვა, რადგან შევარდნაძე არავისთან მიმართებაში არასოდეს არაფერს ასრულებდა! როგორც კი პუტინს შეფასებებში დავეთანხმე, ურთიერთობა მაშინვე დათბა. და მე დავინახე, რომ პუტინი სიტუაციას ხედავს გაცილებით ფართოდ, ვიდრე მისი გარემოცვა. და მე ვენდე."

0  
7 londa   (14.07.2012 11:09) [Материал]
3) "9 აპრილის დავიწყება არცთუ იოლია, მაგრამ გასაგები რისხვის აფეთქების შემდეგ, ადამიანები მიხვდნენ - თავისუფლების მოედანზე მათ უტევდა არა რუსეთის არმია, არამედ საბჭოთა იმპერიის სისხლიანი და დაუნდობელი ჯარი. ეს ჯარები ასეთივე ცივსისხლიანი სისასტიკით ხოცავდნენ რუსებს ნოვოჩერკასკში, ლიტველებს - ვილნიუსში, ჩეხებს - პრაღაში და უნგრელებს - ბუდაპეშტში. ახლა ჩვენ უკვე კარგად ვასხვავებთ რუსულს და საბჭოთას. და, გითხრათ გულახდილად, გაოგნებული ვარ, თუ როგორ სწრაფად მოხდა დათბობა ადამიანების გულებში."

0  
8 londa   (14.07.2012 11:09) [Материал]
4)"ყველაზე მეტად ესენინი მიყვარს. ვაღმერთებ მანდელშტამს, ცვეტაევას. ერთხელ, რომელიღაც მიგდებულ ჰოლანდიურ ქალაქში კედელზე ცვეტაევას ლექსი შევნიშნე. რუსივით გამიხარდა!.. და - ვისოცკი! მთელმა ჩემმა ბავშვობამ ვისოცკის ნიშნით ჩაიარა. საშინლად მტკივა, რომ ურთიერთუნდობლობის წლებში საქართველოში რუსული ენა მთელმა თაობამ დაკარგა. მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ.

0  
9 londa   (14.07.2012 11:09) [Материал]
დიახ, დიახ! თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა თქვა და არა ბურჯანაძემ ან ნოღაიდელმა. ამ ფრაგმენტების მოყვანით მათ გამართლებას სულაც არ ვაპირებ, მაგრამ დღევანდელ სააკაშვილს კი უნდა რცხვენოდეს იმდროინდელი სააკაშვილისა. ამ ციტატებით კარგად ჩანს, ურთიერთობის დათბობის სურვილით შეპყრობილი (რაც, თავისთავად, ცუდი სულაც არ არის), როგორ ელაქუცება პუტინს, როგორ ხედავს მის თვალებში პატიოსნებას, როგორ გრძნობს თავს რუსეთში გაცილებით უკეთ, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში და როგორ ფიქრობს, რომ პუტინი გაცილებით პრაგმატული პოლიტიკოსია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების ბევრი ლიდერი. ამ სიტყვების მთქმელს განა აქვს უფლება, ივანიშვილს უსაყვედუროს, პუტინს დიქტატორს რატომ არ ეძახი, ხოდორკოვსკის - პოლიტპატიმარს და რატომ გაქვს იმედი, რომ ეს კაცი რუსეთში რეფორმებს გაატარებსო?

0  
10 londa   (14.07.2012 11:10) [Материал]
განა, მეორე ციტატის ავტორს აქვს უფლება, რომელიმე ოპოზიციონერს უსაყვედუროს, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას საქართველოს პრეზიდენტს და ქართულ მხარეს როგორ აბრალებთო, როცა თავად ყველაფერში თავის წინამორბედს - ედუარდ შევარდნაძეს ადანაშაულებს?
ან მესამე ციტატის ავტორს რა უფლება აქვს, ვინმეს რუსეთის ნამდვილი სახის ვერდანახვა უსაყვედუროს, როცა თავად თურმე ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირი სხვა იყო და დღევანდელი რუსეთი სხვაა.

განა იმ სიტყვების ავტორს, რომლებიც მეოთხე ციტატაში გვხვდება, აქვს უფლება, ვინმეს რუსული კულტურის პროპაგანდა აუკრძალოს? მე მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ საქართველოში რუსული ენის სწავლება სავალდებულო და საყოველთაო არ უნდა იყოს, ისე, როგორც საბჭოთა ეპოქაში გახლდათ, მაგრამ სააკაშვილი ამ ჭკუაზე მხოლოდ დღეს დამდგარა, 2004-ში კი საქართველოში რუსული ენის ბედით ძალიან შეწუხებული ყოფილა.
იმედია, ხელისუფლების მხარდამჭერები არ მიპასუხებენ, რომ ეს ინტერვიუ აგვისტოს ომამდეა ჩაწერილი და ყველაფერი სწორედ ამ ომმა შეცვალა. ასეთ პასუხს ვერ მივიღებ, რადგან დღEეს სწორედ ისინი ამბობენ, აფხაზეთის ომიც და სამაჩაბლოს ომიც რუსეთ-საქართველოს ომები იყო და საერთოდ, რუსეთი უკვე ორასი წელია, გვეომებაო. ამას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ თუ ასეა, ამ ყველაფერს 2004 წელს რატომ ვერ ხვდებოდა ბატონი პრეზიდენტი? თუ მაშინ რუსეთუმე იყო?

0  
11 londa   (14.07.2012 11:10) [Материал]
წაიკითხეთ დამპალო მიშისტებოი და მერეც თქვით ბიძინა რუსეთის კაცია და მიშა ღმერთმა გამოგვიგზავნაო

მიხომ შესცა მთელ თქვენს ჯიშს და ჯილაგს!!!

0  
12 ლერა   (14.07.2012 11:14) [Материал]
ლონდა, მეზობლებს დაუდე ეს სტატია, მაგრამ რა აზრი აქვს, მაინც არ დაიჯერებენ, რომ ეს სააკაშვილის ღაღადია

+1  
13 ლერა   (14.07.2012 11:14) [Материал]
ლონდა.რომელმა მიხომ ჩვენმა? biggrin biggrin biggrin

0  
14 londa   (14.07.2012 11:18) [Материал]
ჩვენმა არა ლერა, რას ამბობ ჩვენს გადასაგდებიც რომ ქონდეს, მაგათთვის მაინც არ მემეტება :)))))

იმ მიხომ, დაცენტრილი რომ ყავთ და დღე და ღამ მასზე ოცნებობენ

0  
15 londa   (14.07.2012 11:19) [Материал]
აი ნახეთ რეებს ლაპარაკობმა მიშა თეფშიჭამია, ნეტა არ ახსოვთ მათ ფანებს ეს სიტყვები??

რა აზრი აქვს იქით რომ დადო, მაინც მოუძებნის გაპრავებას სირი კაცი რომ არის იქით ლესია დეტროიტი და მისნაირნი.

აღარ მაქვს მაგათი თავი. სერიოზულად მძულს ყველა მომხრე მიშასი

1-15 16-30 31-45 ... 376-390 391-403
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025