ხუთშაბათი, 19.06.2025, 03:38
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » თებერვალი » 4 » ვანო მერაბიშვილი - ცვლილებების დამტკიცება ივანიშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშანი იქნება
11:22
ვანო მერაბიშვილი - ცვლილებების დამტკიცება ივანიშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშანი იქნება

ვანო მერაბიშვილი - ცვლილებების დამტკიცება ივანიშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშანი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წინააღმდეგ "სერიოზულ რეპრესიებს განახორციელებს".
"დღეს სრულიად გაუგებარი ისტერიკა მოაწყო საპარლამენტო უმრავლესობამ. ჩემთვის გაუგებარია, რა მოხდა ბოლო დღეებში ისეთი, რომ ამას მოჰყვა ასეთი სერიოზული ისტერიკა. მინდა განვაცხადო სრული სერიოზულობით - დღევანდელ უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რაოდენობა მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ დღევანდელი მონაცემებით, ძალიან შორს არის უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობისგან. ამ ფონზე, მათი დღევანდელი განცხადებები, რომ მალე კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანენ, მაფიქრებინებს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს სერიოზული რეპრესიები "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრთა წინააღმდეგ", - განაცხადა მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულ კონტექსტში, მან მთავრობას მიმართა და მოუწოდა, თანამდებობრივ უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.
"მინდა გავაფრთხილო საქართველოს მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი - თუ უახლოეს დღეებში პარლამენტი მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, ანუ შეაგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა, დააშანტაჟა პარლამენტის საკმაოდ ბევრი წევრი. ასეთი ქმედება არის დასჯადი, დანაშაული. ვურჩევ მთავრობას, თავი დაანებოს ოპოზიციური წევრების წინააღმდეგ ნადირობას და მიხედოს ქვეყანას. ქვეყანა საჭიროებს განვითარებას, ეკონომიკური კრიზისის დაძლევას და სხვა ვალდებულებების შესრულებას, რომლის პირობა "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევდონ გასცა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: თუ ცვლილებები განხორციელდა, ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება იქნება - ვანო მერაბიშვილი
ნანახია: 773 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 3
0  
1 ფეფე   (04.02.2013 16:38) [Материал]
რა უნდა ამ კაცს? ერთი ორი მიშასტის გარდე ვინმე უსმენს ამას? გაიტანეთ ეს სურათი...

0  
2 ფეფე   (04.02.2013 16:39) [Материал]
...და აღარ შემოიტანოთ!!!

0  
3 ამსო   (05.02.2013 10:55) [Материал]
კუმ ფეხი გამოყო...ვინ იფიქრებდა, ამას ამდენი ლაპარაკი თუ შეეძლო.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025