ოთხშაბათი, 18.06.2025, 19:36
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 3 » ვანო მერაბიშვილი - ყველა ოჯახი მომავალი წლიდან ოთხ წელზე გაწერილ ათასლარიან ვაუჩერს მიიღებს
09:49
ვანო მერაბიშვილი - ყველა ოჯახი მომავალი წლიდან ოთხ წელზე გაწერილ ათასლარიან ვაუჩერს მიიღებს

საქართველოში ყველა ოჯახი მომავალი წლიდან ოთხ წელზე გაწერილ ათასლარიან ვაუჩერს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს გლდანში, მშენებარე პროფესიულ სასწავლებელთან განაცხადა.

მერაბიშვილის განმარტებით, მთავრობა აძლევს ოჯახებს შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება და ეს თანხა გამოიყენონ იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც მათ აწუხებთ.

"ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ათასლარიანი ვაუჩერით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, მედიკამენტების შეძენა, ბავშვებისთვის სკოლის სახელმძღვანელოების შეძენა. გლეხებმა შეძლონ სასუქების, საწვავის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, რათა ნებისმიერ დროს ადამიანს ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ თუ მას გარკვეულ მომენტში დაუდგა პრობლემა, რომელიც არ არის ასახული ჩვენი მთავრობის საერთო გეგმაში, მას ჰქონდეს გარანტია, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროექტის დახვეწისთვის საქართველოს მოსახლეობასთან ერთად შემუშავდება მკაფიო გეგმა, თუ რაში შეიძლება ოჯახებმა ათასლარიანი ვაუჩერი გამოიყენონ. 

"ინტერპრესნიუსი"


ნანახია: 872 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 2
0  
1 ლერა   (03.07.2012 11:49) [Материал]
1000 ლარიანი ვაუჩერი შენს ცოლს მიეცი და ამყოფინე წლის განმავლობაში.
ეეეხ ვანუა, აღარ გიშველით არაფერი, თან 4 წელზე გაწერილიო, თქვენი დედა კი ვატირე აი, მათხოვრებო. angry angry

0  
2 ლერა   (03.07.2012 11:50) [Материал]
არ მოტყუვდეთ და არ დახარბდეთ ამ სატყუარას მიშას მომხრეებო და ბნელებო. biggrin biggrin biggrin
ეს ახალი დევიზია, ფრაზის გგანსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაწილია ბ ნ ე ლ ე ბ ო biggrin biggrin biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025