ოთხშაბათი, 18.06.2025, 23:46
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 23 » სტიქიის სალიკვიდიციო სამუშაობისა და მოსახლეობის კომპენსირებისთვის 162 მილიონი ლარი დაიხარჯება
09:32
სტიქიის სალიკვიდიციო სამუშაობისა და მოსახლეობის კომპენსირებისთვის 162 მილიონი ლარი დაიხარჯება
სტიქიის სალიკვიდიციო სამუშაობისა და მოსახლეობის კომპენსირებისთვის 162 მილიონი ლარი დაიხარჯება სტიქიასთან დაკავშირებით დაგეგმილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს პარლამენტი ოთხშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პროექტზე დღეს საპარლამენტო კომიტეტები, ხვალ ფრაქციები იმსჯელებენ, ზეგ კი – 25 ივლისს, პროექტი უკვე პარლამენტის რიგგარეშე სხდმაზე დამტკიცდება.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღევანდელი რიგგარეშე ბიუროს სხდომა საქართველოს რამდენიმე რეგიონში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად კახეთის რეგიონი დაზარალდა, ამიტომ პირველ ეტაპზე აუცილებელია, მოხდეს სახლების აღდგენა–გადახურვა, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება, სურსათით დახმარება, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს რეგიონის გრძლევადიანი რეაბილიტაცია.
ამ პროცესისთვის კი, ბაქრაძის შეფასებით, აუცილებელია, პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებები დროულად დაამტკიცოს და მთავრობას სრულფასოვნად მუშაობის უფლება მისცეს.
რაც შეეხება საბიუჯეტო ცვლილებებს, ცნობილია, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობისა და მოსახლეობის კომპენსირების მიზნით, დაახლოებით 162 მილიონი ლარი დაიხარჯება, რისი მობილიზებაც ბიუჯეტის ცალკეული მუხლების შემცირების ხარჯზე მოხდება. თუმცა, პარლამენტში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რა პროექტები შემცირდება.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილის ჟურნალისტებს დაპირდა, რომ დეტალურ ინფორმაციას საკომიტეტო განხილვებზე ფინანსთა მინისტრისგან მიიღებენ.
ნანახია: 1338 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 2731 2 3 ... 18 19 »
0  
1 londa   (23.07.2012 09:33) [Материал]

0  
2 londa   (23.07.2012 09:36) [Материал]
"მივიდეს მის ყურამდე, მოასმენინეთ სააკაშვილს, ვინც ასე დაგვანგრია. ისე მიყვარდა, შვილები მედავებოდნენ, ჩვენზე უფრო გიყვარსო, მაგრამ დღეს ისეა, ჩემს წინ რომ იდგეს, ტყვიას ვესვრი, რომ მქონდეს ტყვია. მოასმენინეთ, დამიჭიროს ხვალ", - აღნიშნა ბათუმში შაფათავას ქუჩაზე მცხოვრებმა ქალბატონმა. როგორც თვითონ ამბობს, მძიმე სოციალური პრობლემები აწუხებს.

http://geo.palitratv.ge/....atcarel i-qali-prezidentze.html

აი მალე ყველა მიშისტი მივა ამ აზრამდე!!! სანამ თვითონ არ შეეხო უბედურება, მანამდე არ მოიხსნა ვარდისფერი სათვალე!!!

გაიგეთ ?????

0  
3 londa   (23.07.2012 09:39) [Материал]
კარგად კი დაუანგარიშებიათ ზარალი 162 მილიონი ლარი.. ფიქრობენ ეხლა ბიძინას დაადებინონ ეს თანხა და მერე ნახევარზე მეტი ჯიბეში ჩაიდონ!!! ქართული ოცნებაც დაითვლის ზარალს და ისე გაუსტუმრებს მოსახლეობას ზარალს.. 1500 ლარს უხდიან მაქსიმუმს მოსახლეობას და დარწმუნებული ვარ ბევრს 300 ლარზე მეტს არ მისცემენ, სახლებსაც მარტო სახურავებს დააფარებენ და მიდიიიიიიი დაითვალეს ბიჭებმა კარგად!!!

ფიქრობენ როგორმე არჩევნები გადავაგოროთ და მერე ვინ რა ფეხებს წაიღებს იმასაც ვნახავთო.. ვის დახმარებიან, რომ ამათ დაეხმარონ? ეს ხელისუფლება არის სუფთა ბლეფი და მატყუარების ხროვა

0  
4 ვერელი   (23.07.2012 09:40) [Материал]
აეწვათ დუნდულებიი ? biggrin biggrin biggrin

0  
5 ვერელი   (23.07.2012 09:41) [Материал]
hello hello hello

0  
6 londa   (23.07.2012 09:41) [Материал]
რა ქონების მფლობელია პრეზიდენტის დედა და რა ფასად შეიძინა მან 20 000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობები. უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ გიული ალასანიას მფლობელობაში არსებულ საუნივერსტეტო კომპლექსის ტერიტორიაზე ჟურნალისტებისთვის ექსკურსია გამართა. მისი განცხადებით, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე, ჩვეულებრივი მეცნიერის ხელფასს -- 300-400 ლარს იღებდა, დღეს კი საუნივერსტეტო ბიზნესის მაგნატია. დაჩი ცაგურიას თქმით, ალასანიამ ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად "საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა"დააფუძნა, შემდეგ კი ტექნიკური უნივერსიტეტის წილი - შენობები და ინფრასტრუქტურა 200 ლარად გამოისყიდა.

0  
7 londa   (23.07.2012 09:43) [Материал]
ნათია მოგელაძემ შესაძლოა გენერალური აუდიტორის თანამდებობა დაიკავოს

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ბეჟაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, შესაძლოა მისი თანამდებობა სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ დაიკავოს.

თუმცა, ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესსამსახურს ჯერ ჯერობით არანაირი განცხადება აარ გაუვრცელებია.

როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, უცნობია ვინ გახდება გენერალური აუდიტორი, სამსახური ამ საკითხის გარკვევის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, გენერალურმა აუდიტორმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ბეჟაშილი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის რეგიონის დახმარების სურვილია, რაც მის თანამდებობასთან შეუთავსებელი იყო.

„დღეს მიმაჩნია, რომ ჩემი შინაგანი ვალდებულებაა, გვერდით დავუდგე და დავეხმარო ჩემს კახელებს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დაძლევაში და ხელშესახები დახმარება აღმოვუჩინო მათ, თუმცა, ეს შეუთავსებელია ჩემს თანამდებობასთან, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იგი და ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო ხალხზე ზრუნვას“- განაცხადა მან.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბეჟაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კახეთის რომელიმე რაოინში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგენს.

0  
8 londa   (23.07.2012 09:46) [Материал]
კახეთში სახლების გადასახური მასალა ელიავას ბაზრობიდან წაიღეს და ფული არ გადაიხადეს

23/07/2012 16:52
gadasaxuri_masala.pngკახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული სახლების გადასახურად საჭირო მასალა ელიავას ბაზრობიდან უცნობმა პირებმა წაიღეს,-ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, როგორც მოვაჭერეების ნაწილი აცხადებს, მათ მასალის საფასური არ აუნაზღაურეს. უცნობია თუ ვინ იყვნენ აღნიშნული პირები. მოვაჭრეების აზრით მასალა კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ჩამოართვეს.

„მასალა წაიღეს. ფული არ გადმოურიცხავთ. კომენტარს ვერ გავაკეთებ დამახრჩობენ მაგის გულისთვის. თავად ნახეთ რაც ხდება,“- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

0  
9 ვერელი   (23.07.2012 10:01) [Материал]
რასაც ეხლა კახელებს დაახმარენ იმას სხვა გლეხს წაართმევენ, აბა რომელიმემ ამოიღოს ხმა, ეგრევე ჩაალპობენ ციხეებში. მერე იტყვიან მთავრობამ გამოუყოო დახმარებაო. არა რა ყველა კედელთანაა მისაყენებელი angry angry angry

0  
10 ბიბი   (23.07.2012 10:07) [Материал]
ვერელი

0  
11 londa   (23.07.2012 11:49) [Материал]
ტროლების თემა ძალიან საყურადღებოა ჩემი აზრით.. ქვემოთ ვპოსტავდი იმ თემაში

0  
12 londa   (23.07.2012 12:02) [Материал]
ხელისუფლება კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად გადარიცხულ 10 მილიონ ლარს დაზარალებული მოსახლეობისთვის სავარაუდოდ არ გამოიყენებს.

როგორც "ივერონს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, "ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩარიცხულ თანხას კახეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან არანაირი კავშირი არ აქვს".

"ეს არის მისი სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმა. ამ ათი მილიონის გარდა, ის სრულად გადაიხდის იმ თანხას, რომელიც კანონის შესაბამისად დაეკისრა. ივანიშვილის მიერ ჩარიცხული 10 მილიონი ლარი ცალკე არ არსებობს, ის ჯარიმის თანხაა და სახელმწიფოს კუთვნილებაა", - აღნიშნა წიკლაურმა.

მისივე თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იქნება მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ განსაზღვრავს სახელმწიფო თავის პრიორიტეტებს და როგორ დაეხმარება სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 10 მილიონი ლარი გადარიცხა.

0  
13 londa   (23.07.2012 12:03) [Материал]
კაია, კარგი ნუგზარ.. ასე გააგრძელე და არჩევნებზე კახელები დედის ტრაკს რომ დაგაფარებენ თავზე, მერეც დაითვალენ წიწილები შემოდგომაზე

0  
14 londa   (23.07.2012 12:08) [Материал]
ოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს სრულად გადაიხდის.

ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ივანიშვილი ჯარიმების კანონიერებას არ აღიარებს, თუმცა სტიქიის შედეგად დაზრალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ის ჯარიმებს სრულად დაფარავს.

ფანჯიკიძის განცხადებით, რეგიონებში მოსახლეობას 10-ჯერ უფრო მეტი ზარალი მიადგა, ვიდრე ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, რის გამოც კოალიციის ლიდერმა, ჯარიმების გადახდა გადაწყვიტა.

„ივანიშვილმა უკვე გადაიხადა 10 მილიონი ლარი, დარჩენილ თანხას კი სრულად დაფარავს“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიცია ასევე, ზარალის დასადგენად მონიტორინგის დაწესებას ითხოვს.

0  
15 londa   (23.07.2012 12:11) [Материал]
მეტროსადგურ „სამგორში“ მატარებელს 50 წლამდე მამაკაცი, ფრიდონ ჯანჯღავა შეუვარდა. ჯანჯღავა, ლიანდაგებზე გადახტა, მატარებელის მძღოლმა კი, დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მამაკაცს გადაუარა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ეს მამაკაცის სუიციდის მცდელობის პირევლი შემთხვევა არ იყო.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა თავი იმ თანხის გამო მოიკლა, რომელიც მან ვალად აიღო. ახლობლების თქმით, ჯანჯღავა, რამდენიმე თვის წინ გარიგებაში შევიდა სოფო ბუკიასთან, რომელიც მამაკაცს, კახა კუკავას პარტიის სახელით გაეცნო.

ნათესავები ამბობენ, რომ ბუკიამ ოჯახს 15 ათასი დოლარი გამოართვა, ხოლო უკან არაფერი დაუბრუნებია. არსებული ინფორმაციით, ამჟამად ქალბატონი ძებნაში იმყოფება.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

http://internet.ge/?l=GE&m=6&sm=0&ID=7695

1-15 16-30 31-45 ... 256-270 271-273
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025