ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:14
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 16 » სკანდალური ფილმის ბუნდოვანი დეტალები
07:05
სკანდალური ფილმის ბუნდოვანი დეტალები
ნათელი არ არის, ვინ, სად, როგორ გადაიღო ფილმი, რომელიც მძაფრ პროტესტსა და ძალადობას იწვევს არაბულ ქვეყნებში წინასწარმეტყველ მუჰამედის სატირული ასახვის გამო. ცნობილია მხოლოდ ზოგი დეტალი, მათ შორის ის, რომ საქმე ეხება შეერთებულ შტატებში გადაღებულ, დაბალბიუჯეტიან ფილმს „მუსლიმთა უმანკოება".

ინფორმაციით, რომელიც თავდაპირველად გავრცელდა ფილმზე „მუსლიმთა უმანკოება", მისი ავტორია ისრაელისა და ამერიკის მოქალაქე, უძრავი ქონებით მოვაჭრე სემ ბასილი, რომელმაც ებრაელი დონორების შემოწირულობებით მოაგროვა 5 მილიონი დოლარი ფილმის გადასაღებად.

მაგრამ ირკვევა, რომ ბასილი შესაძლოა, ფსევდონიმი იყოს. ეგვიპტეში დაბადებული კოპტი ქრისტიანი, 56 წლის ნაკულა ბასელეი ნაკულა აცხადებს, რომ მას ეკუთვნის კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია „მუსლიმთა უმანკოების" გადაღებაზე. მაგრამ ნაკულა იმასაც ამბობს, რომ სემ ბასილი არ არის მისი ფსევდონიმი.

ვერსიას, რომ სემ ბასილი ფსევდონიმია, ადასტურებს პირი, რომელიც თავს მოიხსენიებს ფილმის კონსულტანტად - სტივენ კლაინი. მან ოთხშაბათს უთხრა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს", რომ დანამდვილებით არც მისთვის არის ცნობილი ფილმის ავტორის ვინაობა.

„მას ორჯერ შევხვდი. არ ვიცი, რომელი ქვეყნიდანაა. ვიცი, რომ არ არის ისრაელელი ებრაელი. შემიძლია, მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა, რომ ეს ფსევდონიმი გამოიგონა თავისი ოჯახის დასაცავად, ვიცი, რომ ოჯახი ახლო აღმოსავლეთში ჰყავს", - ამბობს სტივენ კლაინი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც ამჟამად სადაზღვევო ბიზნესში საქმიანობს. ზოგი წყაროს ცნობით, კლაინს კონტაქტი აქვს ქრისტიანების მემარჯვენე-ექსტრემისტულ ჯგუფებთან, თუმცა ის ამ ბრალდებას უარყოფს.

სტივენ კლაინის ინფორმაციით, ფილმ „მუსლიმთა უმანკოების" შექმნაში მონაწილეებს შორის ბევრია ამერიკაში მუსულმანური ქვეყნებიდან გაქცეული იმიგრანტი: არიან სირიელები, პაკისტანელები, თურქები, ერაყელები და ეგვიპტელები - მათ შორის „ორი ან სამი კოპტი ქრისტიანი".

კოპტებს რაც შეეხება, მათ მიმართ მტრული დამოკიდებულება ძლიერდება ეგვიპტეში. ამასთან, ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში ისლამისტი კანდიდატის გამარჯვებაში შეშფოთების საფუძველს ხედავს რელიგიური უმცირესობების არაერთი წარმომადგენელი.

ყოველ შემთხვევაში, ეგვიპტის კოპტურმა ეკლესიამ მკაცრად დაგმო სკანდალური კინოსურათი და გააკრიტიკა ემიგრანტი კოპტები, რომლებმაც დააფინანსეს „წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელი ფილმი".

რადიო თავისუფლება უკვე იუწყებოდა, რომ „მუსლიმთა უმანკოება" არის სრულმეტრაჟიანი ფილმი - სატირა, რომელიც წინასწარმეტყველს ასახავს მოსულელო მექალთანედ. ვინც ფილმი, ან ტრეილერი ნახა, ამბობს, რომ მხატვრულ ღირებულებაზე ან გონებამახვილურ სატირაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. კიდევ სხვა საკითხია სიტყვის თავისუფლების პრინციპი: ის, რომ საქმე ეხება კერძო პირის მიერ შექმნილ პროდუქტს და შეერთებული შტატების ხელისუფლებას მასთან არაფერი აქვს საერთო.

მაგრამ ფაქტია, რომ მუსლიმების ნაწილი აღშფოთდა... ისლამის მიმდევრებისათვის დაუშვებელია, საერთოდ, წინასწარმეტყველის გამოსახულების შექმნა. სამშაბათს ღამით ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი დაიღუპა ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. ამასთან, დაწყებულია გამოძიება იმის დასადგენად, ხომ არ გამოიყენეს ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა ფილმი საბაბად, აშშ-ის საკონსულოზე იერიშისთვის.

სტივენ კლაინი - როგორც უკვე ითქვა, ფილმ „მუსლიმთა უმანკოების" კონსულტანტი - ძალადობის გამომწვევად ასახელებს „მუსლიმი ექსტრემისტების მცირე ჯგუფს" და არა ფილმს: „მე რომ თქვენთვის მომეყოლა ამ ფილმზე, გახვიდოდით და ვინმეს მოკლავდით? მუსლიმების დიდი უმრავლესობა ამას გააკეთებდა? გავიდოდა და გააკეთებდა ძალიან მცირე ჯგუფი ხალხისა, რომლის დნმ-ი, გენები, ფსიქიკა - ყველაფერი ტრიალებს ამ არანორმალური საქციელის ირგვლივ? გავიდოდა და გააკეთებდა ეს ხალხი?  კი! ისინი გააკეთებდნენ. მე მაქვს სისხლი ამ ხელებზე? არა! მე მოვკალი ეს კაცი? არა!"

გახმაურებული ფილმის შესახებ იმასაც ამბობენ, რომ ის რამდენიმე თვის წინ, ერთადერთხელ აჩვენეს ამერიკაში - ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კინოთეატრში, და რომ დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. ამის შემდეგ ფილმის 12-წუთიანი ტრეილერი გავრცელდა პოპულარულ საინტერნეტო ვიდეოპორტალ YouTube-ზე. ესეც რამდენიმე თვის წინ. საპროტესტო აქციები  დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც YouTube-ზე გასულ კვირაში გამოჩნდა ტრეილერის არაბულენოვანი ვერსია.
ეგვიპტესა და ლიბიაში დაწყებული გამოსვლები ამასობაში რამდენიმე სხვა მაჰმადიანურ ქვეყანასაც მოედო, მათ შორის იემენს, ირანს, ტუნისსა და ღაზის სექტორს.
ნანახია: 1093 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 1
0  
1 ეფემია   (16.09.2012 07:47) [Материал]
ამათ კი არ წაიღეს ტვინი. ეს ფილმი უკვე ორი თვეა თურმე ინტერნეტსივრცეში ტრიაებს და ეხლა გაიგეს ამის არსებობაზე მუსულმანებმა. ამეიკა და დასევლეთი რომ უფრთო ანგელოზი არ არის, ვიცით და ისიც ვიცით, რომ სხვისი რელიგიის შეურაცყოფა ცუდი საქციელია, მაგრამ რა არის ესეთი რადიკალური ფორმით პროტესტის გამოხატვა მუსულმანების მიერ? მუხამედი როგორც ამბობენ მშვიდი და რბილი ბუნების ადამიანი ყოფილა. ხოდა მიბაძონ იმ კაცს.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025