ამერიკელმა სენატორებმა კარგად დაინახეს, რომ რასაც მიხეილ სააკაშვილი
ამბობს ჩემზე, სიცრუეა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერებისა და
ამერიკელი სენატორების შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. "მათ კარგად იცოდნენ ყველაფერი, თუმცა ჩვენგან კიდევ უფრო კარგად დაინახეს დღევანდელი რეალობა", - განაცხადა ივანიშვილმა.
აშშ–ის სენატის დელეგაცია ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილს ხვდება. შეხვედრა
კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დახურულ კარს მიღმა
მიმდინარეობს და მასში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი ალასანია და
დავით უსუფაშვილიც მონაწილეობენ. შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის
ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.