ქართველი ემიგრანტები, როლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები
შეექმნათ, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში შემოდიან. როგორც
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სარფიდან იუწყება, ემიგრანტები იტალიიდან,
აშშ-დან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან,
ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან ავტობუსებით ბრუნდებიან.
ავტობუსებზე ის ქვეყნები აწერია, საიდანც ემიგრანტები ჩამოდიან.