ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს სხვადასხვა
რანგის თანამშრომლები ტაქსის მძღოლებად მუშაობენ. ამის მიზეზი მატერიალური
პრობლემები არ ყოფილა, მმართველმა გუნდმა ორ რამეზე გააკეთა გათვლა, -
მოსახლეობას მოემსახუროს და შეისწავლოს, თუ რა დამოკიდებულებაა ამა თუ იმ
პოლიტიკური ძალის მიმართ ხალხში. არაერთი ყოფილა შემთხვევა, როცა
თბილისელებმა და თბილისის სტუმრებმა სხვადასხვა უბანში ნაცნობი პოლიციელი
აღმოაჩინეს, რომელიც ტაქსისნიშნიანი მანქანით მგზავრს ემსახურებოდა, ან
კლიენტზე ნადირობდა. უმუშევრობით შეწუხებულ ქვეყანაში ტაქსაობა ყველაზე
აპრობირებული მეთოდია, ამიტომ ეტყობა, იფიქრეს, რომ თვალში არავის
მოხვდებოდა და თავიანთ საქმესაც მშვიდად გააკეთებდნენ.
ვალერი, 56 წლის, ტაქსის მძღოლი:
-
30 წელზე მეტია ვტაქსაობ. იმდენს დავდივარ ქალაქში, რომ ჩემს უბანში კი
არა, ახლომახლო რაიონებშიც კი ვცნობ ადამიანებს. ცხადია, ახალი ჩამოსულებიც
არ გამომეპარება. პროფესია მაქვს ისეთი, ადამიანებს სახელებით კი არა,
სახეებით ვიმახსოვრებ. კვირაში ორ-სამჯერ მაინც დელისის მეტროდან
ორთაჭალაში ერთი ბიჭი დამყავდა. ძალიან გახსნილი ბიჭი იყო, ბევრ რამეზე
ვსაუბრობდით. გოგონებზეც კი, ძალიან განიცდიდა, ამ პატარა ბავშვების
უცნაური ცხოვრების წესს, მე რომ ახლა ამ ხნის შვილი მყავდეს, ნერვიულობით
მოვკვდებიო. შემდეგ დაიკარგა, კარგა ხანს არ გამოჩენილა. რამდენიმე თვის
წინ ღამით ავტოგასამართ სადგურთან რიგში ვიდექი, უცებ ის ბიჭი შავმინებიანი
მანქანიდან გადმოვიდა და მეორე მანქანასთან მივიდა. ეტყობა, მანქანა
შეიძინა-მეთქი, გამიხარდა. შეიძლება, მიცნო, მაგრამ არ შეიმჩნია, მე
ვიცანი... ამ რამდენიმე დღის წინ სხვა, ლურჯი ფერის ტაქსისნიშნიანმა
მანქანამ ჩამიარა. ყურადღება იმიტომ მივაქციე, წითელზე გავიდა. ის ბიჭი
ვიცანი... სტაჟიანი მძღოლები ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და გამაფრთხილეს, ამ
ქვეყნის ხელმძღვანელობაზე ბევრს ნუ იჭიკჭიკებ, შარი არაფერი აიკიდოო.
მედიკო, 55 წლის:
-
ყოველ მეორე საღამოს ნუცუბიძის პლატოზე მიწევს ასვლა. ბავშვს მასაჟს
ვუკეთებ. იმ ადგილას ტრანსპორტი ცუდად დადის, თან ჩემს კლიენტს ურჩევნია,
დროზე მივიდე და ტაქსის ფული გადამიხადოს, ვიდრე სამარშრუტო ტაქსით ან
ავტობუსით ერთი საათის დაგვიანებით მივიდე. ერთხელ ვიღაც ახალგაზრდა
შემხვდა. საუბარი"ნაციონალების" ლანძღვით დაიწყო. ადამიანები ვართ და გულს
ვიოხებთ ერთმანეთთან, მეც ავყევი საუბარში. ამ ხნის ქალი ასე ქუჩა-ქუჩა
უნდა დავწანწალებდე, მაგრამ რომელ სამედიცინო დაწესებულებაშიც მივედი,
ყველგან ინგლისური ენის ცოდნა მომთხოვეს და ყველაზე კარგ შემთხვევაში
დამლაგებლობა შემომთავაზეს-მეთქი. ჰოო, ცუდია, მაგრამ ეს ბიძინა კაცმა არ
იცის, ვინ არის, რუსეთის მოგზავნილი რომ არის, წყალი არ გაუვაო. მთელი
ბავშვობა და სტუდენტობა რუსეთში გავატარე და სულაც არა მაქვს მათ მიმართ
ცუდი განწყობა. ძალიან კარგად ვიყავით მათთან-მეთქი. ჯერ ტკბილად, იუმორით
შეეცადა ლაპარაკს, მაგრამ ძალიან შეუვალი გავხდი. ბოლოს გაბრაზდა, რას
ამბობთ, ქალბატონო, ჩემი მგზავრებისგან ისეთი რაღაცებს ვიგებ ამ კაცზე, ასე
ბრმად ნდობა როგორ შეიძლებაო. სერიოზულად ვიჩხუბეთ. კიდევ კარგი ამასობაში
მივედი, თორემ მძღოლი ან გადმომაგდებდა მანქანიდან, ან პატრულის
გამოძახება მომიწევდა.
დათო, 27 წლის:
-
ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ. ხშირად მოულოდნელად გამომიძახებენ
და სასწრაფოდ უნდა გამოვცხადდე. ამიტომ ტაქსი გადაადგილების ყველაზე კარგი
საშუალებაა... რამდენიმე დღის წინ ვიღაც ჩემი ასაკის ბიჭი შემხვდა.
სიგარეტი მთხოვა. ჩვეულებრივ, როგორ ტაქსისტებმა
იციან, ვილაპარაკეთ. პოლიტიკაზე ჩამოაგდო სიტყვა. ძალიან აპოლიტიკური ვარ,
მაგრამ მაინც ავყევი. ჩვენი ლაპარაკი"ელიტ-ბურჯამდე" მივიდა, ტიპი ისეთი
დეტალებს მოჰყვა, სახტად დავრჩი. ცხადია, ივანიშვილის საწინააღმდეგო, ეს
ხალხი კიდევ ბრმაა, ოღონდ ფული დაურიგონ და ეშმაკსაც მიჰყიდიან სულსო.
გამეცინა, ამდენი ხანია ტაქსით დავდივარ და შენისთანა"მიშისტი" მძღოლი
პირველად შემხვდა-მეთქი. მთელი გზა ივანიშვილისა და მისი გუნდის გინებაში
გაატარა. არ გაბრიყვდე და მაგ რუსის აგენტს არ მისცე ხმა, დაგვღუპავსო.
მეტი რაღა უნდა დაგვღუპოს, პოლიციამ შეგვჭამა უკვე-მეთქი. ისე შემომხედა,
მივხვდი, მთლად ტაქსისტთან არ მქონდა საქმე.
ზვიადი, 37 წლის:
-
ასეთი ამბები შევარდნაძის დროსაც ხდებოდა და ტაქსებში გადასხმული
შსს-ელები არ გამკვირვებია. წარმოშობით დასავლეთიდან ვარ. როცა
თბილისი-ზუგდიდის მატარებლიდან ჩამოსული ტაქსის ვაჩერებდი, არაერთხელ
უკითხავთ, ისეთი რაიონიდან ხარ ჩამოსული, უეჭველად"მოსაწევი" გექნებაო. ეს
ხელისუფლება ახალი მოსული იყო და ასეთ რაღაცებზე ნადირობდნენ. არა, ძმაო,
თავი დამანებე, ცხოვრებაში არ გამისინჯავს-მეთქი. ახლახან შემხვდა კიდევ
ერთი."ნაციონალების" გაკრიტიკება დაიწყო. მე კიდევაც რომ არ ვეთანხმებოდე,
მაინც საწინააღმდეგო აზრს ვამბობ, ტაქსისტებისა და საზოგადოდ, ხალხის
პოლიტიკურ არგუმენტებზე ვხალისობ. რას ერჩი ამ ხელისუფლებას, მშვენივრად
მუშაობენ, აბა, რა ჯანდაბად გვინდა ეს ივანიშვილი-მეთქი. მივხვდი, ტექსტი
აშკარად წინასწარ გაზეპირებული ჰქონდა, პოლიციის წარმატებულ რეფორმაზე
ალაპარაკდა. ჩემმა პოზიციამ ძალიან გაახარა. ხო, ბიჭო, რას ჰგავს, კაცის
სახე მაინც ჰქონდეს-მეთქი. იმედია, ჩვენები მალე გადატეხავენ ხერხემალშიო.
ასეც უნდა მოიქცნენ-მეთქი, ვუდასტურებდი და თან ვეუბნებოდი, ძმურად ძალიან
მეჩქარება-მეთქი. ისე გაერთო საუბარში, სამჯერ გავიდა წითელზე, პატრულს
ზედაც არ უყურებდა.
ტელეფონზე ლაპარაკი მეშინია ჩემებთან საქართველოში, მე რას მიზამენ, მაგრამ იმათ ამიწიოკებენ
ესეც ახალი ამბავი, ტაქსისტების გულუბრყვილო ჩვევა, პოლიტიკაზე ისაუბრონ მგზავრებთან, როგორ გამოიყენეს
მალე 37- საც მოვესწრებით, როცა, თუ შენ არ ჩაუშვებდი, თანამოსაუბრე ჩაგიშვებდა დროზე უნდა მოვიშოროთ ესენი თავიდან, თორემ წამოვა ისევ ფსიქიკადამახინჯებული, დაშინებული და დამონებული თაობა, როგორც ეს ბოლშევიკებმა გააკეთეს 30 იანებში და სამაგიეროდ არსებობა დაიხანგრძლივეს ამით 50 წლით
ეგრეთწოდებული „თავისუფალი ჟურნალისტი“ სახელად თეონა აცხადებს, რომ აგროვებს ინფორმაციას სად დადის და რას აკეთებს "ინფო 9"- ის ჯგუფი. მისი თქმით, თავად დამოუკიდებელი ჟურნალისტია და იღებს რასაც უნდა.
აუ შეუძლებელია ყურება, არადა საინტერესოა, სანამდე შიძლება მივიდეს ადამიანის უნამუსობა არ აჩვენებს კარგად, მგრამ ესეც საკმრისია იმისთვის, რომ მვხვდეთ თუ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე
როგორ უცებ ჩამოიცილა ძალად ზრდილობა, რომელიც აშკარად მისი ბუნებრივი მდგომარეობა და ჩვევა არ არის. ან ეს ზმანი სად ნახა, ან უკეთესი მანქანა ვერ გამოუყვეს იქ?
აი, ამ თეონას, თეა თუთბერიძის, გიგა ნასარიძის და მსგავსი ნაძირალა ხალხის მხრებზე დგას დღევანდელი ხელისუფლება
ვაიმეეე, ეგრეა მართლა, მეც ერტ ახლობელს ველაპარაკე ტელეფონით და მითხრა, გთხოვ პოლიტიკაზე არ ილაპარაკო სახიფათოაო, ეგრევე გავჩუმდი, მე ბოდიში და ფეხებზე მკიდია, მაგრამ იმას არაფერი ავნონთქო. ისე, კი ვამბობ ფეხებზე მკიდიათქო, მაგრამ რა იცი, საქართველოში რომ ჩავალ მომხსნან აეროპორტიდან და სადმე გამაქანონ, რომელიმე პოლიციის განყოფილებაში ამათგან არაფერია გამორიცხული