ხუთშაბათი, 19.06.2025, 18:28
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 4 » შსს-დან თანამშრომლებმა წასვლის შესახებ განცხადების დაწერა დაიწყეს
09:49
შსს-დან თანამშრომლებმა წასვლის შესახებ განცხადების დაწერა დაიწყეს


შსს-დან თანამშრომლებმა წასვლის შესახებ განცხადების დაწერა დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა დაიწყეს. შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე განცხადება გუშინ უკვე დაწერა. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც თანამშრომლებმა შეიტყეს, რომ მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაია არის წარდგენილი.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, ბაჩო ახალიას მინისტრის პოსტზე წარდგენას რამდენიმე სამსახურის უფროსი უარყოფითად შეხვდა, ამიტომ მათ შსს-ში მუშაობის გაგრძელება აღარ სურთ.

არაოფიციალური წყაროს ცნობით, ირაკლი კოდუამ შესაძლოა სოდის უფროსის თანამდებობა დაიკაოს. ის ამჟამად კრიმინალური პოლიციის უფროსია. თუმცა, კოდუას და ბაჩო ახალაის ერთმანეთთან მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არა აქვთ და ამდენად, მათი ერთ სტრუქტურაში მუშაობა ძნელად წარმოსადგენია.


კოდუას დაწინაურება შესაძლოა ვანო მერაბიშვილის ინტერესში შედიოდეს, რადგან კოდუა მერაბიშვილის კადრად მოიაზრება.

შს მინისტრად ბაჩო ახალაიას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.

ნანახია: 1152 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1601 2 3 ... 10 11 »
0  
1 londa   (04.07.2012 10:24) [Материал]
ხაშურში, მდინარე შოლის სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას, მდინარის დაბინძურებული კალაპოტის გამო პრობლემები აქვს. ადგილობრივების თქმით, მდინარის კალაპოტი ნაგვისა და ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. არის შემთხვევები, როდესაც ქვეწარმავლები მაცხოვრებლების სახლებში შედის. მდინარის ჯებირები ასამაღლებელია და უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, მდინარიდან გადმოსული წყალი ეზოებს ტბორავს. სამი თვის წინ, შოლის სანაპიროს მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით მიმართეს, რომელსაც 150 მოსახლე აწერდა ხელს. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, განცხადებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

0  
2 londa   (04.07.2012 10:31) [Материал]
ზუგდიდში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია, მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის, ზუგდიდის საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსი, თემურ ბასილაია. შეხვედრაზე მყოფი მოსახლეობის თხოვნა, პროვოკაციაზე არ წასულიყვნენ და დაეტოვებინათ ტერიტორია, „ნაციონალებს“ არ გაუთვალისწინებიათ.
ჩვენი გადამღები ჯგუფი საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსსა და მის თანმხლებ პირებთან მაშინ მივიდა, როდესაც აქციიდან წასულებს ავტომანქანა გაუფუჭდათ. ჟურნალისტების გამოჩენით გაღიაზიანებულებმა, კამერის გამორთვა მოგვთხოვეს და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.
ირაკლი ალასანიას ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრას, დემოკრატიული გახსნილობის კომიტეტის უცხოელი დამკვირვებლები ესწრებოდნენ.

0  
3 londa   (04.07.2012 11:23) [Материал]
დილის 6 საათსა და 40 წუთზე ზუგდიდის საავადმყოფოში ოჯახის წევრებმა ანაკლიიის პოლიციის განყოფილებიდან წამოყვანილი 22 წლის გიორგი ქავთარაძე მიიყვანეს. გიორგის დედა, მადონა თათარიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციელებმა სცემეს. შემთხვევა ანაკლიის სანაპიროზე მოხდა. მეგობრებთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიორგი პოლიციელებმა წვრილმან ხულიგნობაში დაადანაშაულეს და ჯერ ცემეს, შემდეგ კი განყოფილებაში წაიყვანეს. დედის ინფორმაციით, ცემის შედეგად გიორგი ქავთარაძეს მეტყველების უნარი წაერთვა.გიორგი ქავთარაძე ანაკლიის ქვეგანყოფილებიდან დილის 6 საათზე გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჟურნალისტების გამოჩენისას, საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლები, კარების დაკეტვას შეეცადნენ. მიუხედავად ავადმყოფის სურვილისა, მას ჟურნალისტებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. „ინფო9“-მ საავადმყოფოს აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის ჩვენება მორიგე ექიმს მოსთხოვა და დააფიქსირა, რომ პაციენტი ნამდვილად დილით მიიღეს. მორიგე ექიმის განცხადებით, პაციენტს მსუბუქი ტრამვული დაზიანებები აღენიშნება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს მტყველების უნარი წართმეული, ამ კითხვაზე ექიმმა არ გვიპასუხა.დაზარალებულის დედა ახლად დანიშნული შსს მინისტრისგან ფაქტის გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელების სათანადოდ დასჯას ითხოვს.

0  
4 londa   (04.07.2012 11:24) [Материал]
სამეგრელოში, დაბა ჯვარში ე.წ. კერძო დასახლებაში არსებული ვითარება საგანგაშოა. კედლები ნახევრად ჩამოშლილია, სახურავი დაზიანებული, დატბორილია სარდაფები და მოშლილია საკანალიზაციო მილები. როგორც მოსახლეობის ნაწილმა „ინფო9“–სთან საუბარში აღნიშნა, ბოლოს კორპუსებზე გადახურვითი სამუშაოები 2000 წელს შესრულდა და დღემდე მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. დასახლება, დევნილთა უმრავლესობამ დატოვა და თავი ნათესავების ოჯახებს შეაფარა. არსებულ პრობლემაზე „ინფო9“–სთან საუბარში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა ქარდავამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვა და უახლოეს მომავალში სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება.

0  
5 londa   (04.07.2012 11:27) [Материал]
ხაშურის რაიონის „ქართული ოცნების“ ოფისში ბიზნესმენი და ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდა. როგორც „ინფო 9“- სთან საუბრისას გელაშვილმა აღნიშნა, იგი სავარაუდოდ კენჭისყრას აპირებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 15 ივლისს გორში გამართულ აქციაზე გახდება ცნობილი.

0  
6 londa   (04.07.2012 11:30) [Материал]
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 1
ლონდა
smile smile

მერე არ დაიწყოთ სად ხარ ლონდა, საიტი კვდება და ა.შ smile

საათზე მეტია ვდებ თემებს, ვიდეოებს და არავინ შემოდიხართ. აბა ჰე, კარგად smile

მომბეზრდასავით მარტო ჯდომა და ინფორმაციების დადება smile როცა ბევრნი იქნებით მაშინ შემოვიხედები

0  
7 ფეფე   (04.07.2012 11:34) [Материал]
ლონდა გამარჯობა. როგორ ხარ? tongue tongue


ეს პირველი ვიდეო რომ არის, ხაჩიძის ბებია რომ ლაპარაკობს, რა არის რა... ხალხს არ შეუძლიათ რომ პლასტიკატის ბოთლები წყალში არ ყარონ?

0  
8 ფეფე   (04.07.2012 11:43) [Материал]
ლონდა, მე სტუმრებში არ ვჯდარვარ. smile შემოვედი და ვიდეოებს ვუყურებდი.

ძლივს მომეცა ამის საშუალება კარგი ინტერნეტის წყალობით.

0  
9 მიხო   (04.07.2012 11:47) [Материал]

0  
10 მიხო   (04.07.2012 11:48) [Материал]

0  
11 მიხო   (04.07.2012 11:49) [Материал]
პრივეტ ხალხებო smile

0  
12 ფეფე   (04.07.2012 11:50) [Материал]
გამარჯობა მიხო.

0  
13 მიხო   (04.07.2012 11:58) [Материал]
ლონდა გაბრაზულა და გაქცუნებულა biggrin

0  
14 მიხო   (04.07.2012 11:59) [Материал]

0  
15 ფეფე   (04.07.2012 12:04) [Материал]
მიხო შენ ისეთ სიმღერებს დებ რომ გაბრაზების სტიმული დაეკარგება ადამიანს.

1-15 16-30 31-45 ... 136-150 151-160
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025