შოთა უტიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" უტიაშვილმა თავად განუცხადა.
უტიაშვილის განმარტებით, მისი მომავალი სამუშაო ადგილის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვს და არც ის იცის, ვინ დაიკავებს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
შსს-ში საკადრო ცვლილებები მინისტრის შეცვლას უკავშირდება.