გორის რაიონის სოფელ შინდისის მოსახლეობა 2008
წლის 8 აგვისტოს მოვლენებს იხსენებს. შინდისის მოსახლეობა დღეს იმ ადგილზე
შეიკრიბა
, სადაც ქართველ ჯარისკაცებსა და რუს დამპყრობლებს შორის 2008 წლის
აგვისტოში უთანასწორო ბრძოლა გაიმართა.
სოფელ შინდისში გმირულად
დაღუპული არაერთი ჯარისკაცის მემორიალური სურათია გამოფენილი. იქვეა
მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც ბრძოლის შემდგომ დარჩენილი ჯარისკაცის
ჩაფხუტები, ჩექმები და საბრძოლო ტყვია-წამლის ნარჩნებია.
როგორც
"ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას სოფლის მკვიდრმა, ციცინო ოქიტაშვილმა
განაცხადა, ის მებრძოლები, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ სამშობლოს
თავისუფლებისა და ერთიანობისთვის, მაგალითი უნდა იყოს ნებისმიერი
ქართველისთვის; ნებისმიერმა დედამ ისეთი სულისკვეთებით უნდა აღზარდოს თავის
შვილები, რომ არ მოერიდონ სამშობლოსთვის, ქვეყნის ერთიანობისთვის
თავდადებას.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში ქართველ ჯარისკაცთა
17-კაციანი რაზმი რუსულ კოლონას გადააწყდა, რომელიც რაოდენობრივად
რამდენჯერმე აღემატებოდა. რუსმა სამხედროებმა ქართველებს დანებება
შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
ქართველ ჯარისკაცებსა და რუს
სამხედროებს შორის რამდენიმე საათიანი უთანასწორო ბრძოლა გაიმართა.
ქართველებმა რუსებს დიდი დანაკარგი მიაყენეს. ბრძოლის ბოლოს, როდესაც
ცოცხალი მხოლოდ 2 ქართველი ჯარისკაცი იყო, მათ ტყვედ ჩავარდნას თავის
აფეთქება არჩიეს.
ამ ავადსახსენებელ დღეს, 18-20 წლის სტუდენტი ბიჭების გაწვევა მოხდა ომში, სრულიად მოუმზადებლად, ბევრ მათგანს იარაღიც კი არ ჰქონდა ნანახი და გამოყენებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ასეთი ბიჭები გაუშვა გორში ჩვენმა მთავრობამ, მიშას მეთურობით, სწორედ მათ გაიმეტეს ეს ბიჭები დასაღუპად, თვითონ კი, ერთმანეთის მიყოლებით, ვირთხებივით შეშინებულები, გარბოდნენ ქვეყნიდან! ...ეხლა, ნიანგის ცრემლებს ღვრიან და გულში იხუტებენ გაუბედურებულ მშობლებს!
ნათელში იყოს მათი უმანკო და ლამაზი სულები სისხლსი უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, სანამ პირში სული ედგათ, მტერს ზურგი არ უჩვენეს და მოსახლეობას იცავდნენ
დიდება მათ მშობლებს, ასეთი ვაჟკაცების აღზრდისათვის, მუხლმოდრეკით უნდა დაუდგეს მათ მთელი საქართველო
თურმე თანამედროვე საქართველოშიც იბადებიან ცხრა ძმა ხერხეულიძეები და მათი დედა, მეცხრე, პირტიტველა ნაბოლარას რომ გამოგლიჯა გაციებულ ხელებში ჩაბღუჯული ქართული დროშა, დამწვარ- დაგლეჯილი მაღლა ააფრიალა. :(