სტიქიიდან მეცხრამეტე დღეს დაზარალებული ოჯახების ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
თელავის
რაიონის სოფელ კისისხევში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა
ირინა შიუკაშვილი ამბობს, რომ სტიქიამ მის საცხოვრებელ სახლს სახურავი
გადახადა, თუმცა თხოვნის მიუხედავად სოფლის საკრებულოში დახმარებაზე უარი
უთხრეს.