
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მორიგი საკადრო კარუსელი დატრიალდა. პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრით, ალექსანდრე ხეთაგურით ჩაანაცვლა, ხეთაგურის ნაცვლად კი ენერგეტიკის სამინისტროში, პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე გაამწესა.