"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაში ქართველი მომღერლებიც
ჩაერთნენ. ნინო ჩხეიძემ, ანრი ჯოხაძემ, ნინი ბადურაშვილმა, ეკა კახიანმა,
ლელა წურწუმიამ, ჯგუფმა "სეიშენმა" და სხვა ცნობილმა მომღერლებმა უკვე
გამართეს კონცერტები სურამში, ბაკურიანსა და სხვა რეგიონებში.
წინასაარჩევნოდ ქვეყნის მასშტაბით უფასო კონცერტების გამართვა არავის
უკვირს, მაგრამ წლევანდელ კონცერტებზე მომღერლები საჯაროდ გამოხატავენ
თავიანთ სიმპათიას მმართველი პარტიის მიმართ და არც ამა თუ იმ რეგიონის
გუბერნატორებს უკარგავენ "ხალხისთვის გაწეულ შრომას". "ნაციონალური
მოძრაობის" მაისურებს კი სცენიდანაც ისვრიან და ხალხშიც არიგებენ.