ხუთშაბათი, 19.06.2025, 01:38
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 22 » მომღერლები ნაცმოძრაობის მაისურებს არიგებენ
12:11
მომღერლები ნაცმოძრაობის მაისურებს არიგებენ

"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაში ქართველი მომღერლებიც ჩაერთნენ. ნინო ჩხეიძემ, ანრი ჯოხაძემ, ნინი ბადურაშვილმა, ეკა კახიანმა, ლელა წურწუმიამ, ჯგუფმა "სეიშენმა" და სხვა ცნობილმა მომღერლებმა უკვე გამართეს კონცერტები სურამში, ბაკურიანსა და სხვა რეგიონებში. წინასაარჩევნოდ ქვეყნის მასშტაბით უფასო კონცერტების გამართვა არავის უკვირს, მაგრამ წლევანდელ კონცერტებზე მომღერლები საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ სიმპათიას მმართველი პარტიის მიმართ და არც ამა თუ იმ რეგიონის გუბერნატორებს უკარგავენ "ხალხისთვის გაწეულ შრომას". "ნაციონალური მოძრაობის" მაისურებს კი სცენიდანაც ისვრიან და ხალხშიც არიგებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ამხელენ, რა თანხაა გამოყოფილი ამ კონცერტებისთვის. სურამის "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელმა "ინფო 9"-სთან საუბარში განაცხადა, რომ არ იცის, საიდან და რა თანხა გამოიყო კონცერტისთვის. "ყველა სიახლე" ჯგუფ "სეიშენის" სოლისტ ზაზა ბანძელაძეს დაუკავშირდა:

- ზაზა, როგორ ჩაერთეთ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ კონცერტებში?
- ჩვენ მუსიკალური ჯგუფი ვართ, დაგვიკავშირდნენ და ასე ჩავერთეთ ამ საქმეში. დავდივართ რეგიონებში და ვმღერით.

- "ნაციონალური მოძრაობის" მაისურების დარიგებაც მმართველმა პარტიამ დაგავალათ?
- ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, სხვათა შორის, დიდი მოთხოვნაც არის ამ მაისურებზე საზოგადოებაში.

არის თუ არა ეს კანონდარღვევა - ამ საკითხზე კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ერთ-ერთ დამფუძნებელ თიკო ნიბლოშვილს ვთხოვეთ:

- 19 აგვისტოს დაბა სურამში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული წინასაარჩევნო კონცერტი გაიმართა, რომელშიც საზოგადოებისათვის ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ. კონცერტზე წამყვანების წინასაარჩევნო უხვი დაპირებები ისმოდა - ისინი მოსახლეობას წყლისა და გაზის პრობლემების მოგვარებას წლის ბოლომდე დაჰპირდნენ. მომღერლებმა მაისურები დაურიგეს მოსახლეობას. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ტურნე მთელ საქართველოს მოიცავს. მმართველი პარტიის მიერ ამგვარი ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პროცესში, რაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლით აკრძალულია. კონკრეტულ შემთხვევაში მომღერლების ჩართვა წინასაარჩევნო პროცესში, თუ ეს დაფინანსებულია საქართველოს ბიუჯეტიდან, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა და უხეშად არღვევს კანონს.







ნანახია: 775 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 2
0  
1 არალე   (22.08.2012 12:18) [Материал]
ფუი
შევარცხვინე ამათი მომღერლობა, პრივილეგირებული უნიჭოების კასტა

0  
2 ლერა   (22.08.2012 14:31) [Материал]
არა მგონია იშვიათი გამონაკლისის გარდა, მართლა უჭერდნენ მხარს ნაცებს, უბრალოდ დაიბლოკებიან მერე, კონცერტებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას და ხომ გაგიგიათ: ჯერ თავო და თავოოოო..... საწყენია, მაგალითად ანრისგან, დანარჩენი ხარახურა წამომღერლოები ჯანდაბას...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025