ხუთშაბათი, 19.06.2025, 11:05
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 30 » შალვა თადუმაძე - კალაძეს მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღების გასაჩივრების უფლება ჩამოართვეს
09:58
შალვა თადუმაძე - კალაძეს მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღების გასაჩივრების უფლება ჩამოართვეს


შალვა თადუმაძე - კალაძეს მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღების გასაჩივრების უფლება ჩამოართვეს კახი კალაძეს მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღების გასაჩივრების უფლება ჩამოართვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატის , კახი კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.
"ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ჩვენ საჩივრით მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, დღეს კი მივიღე პირველი ინსტანციის სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კახი კალაძე ბრალდებული არ არის, ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. ეს გამომიგზავნა საქალაქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელმა ნიკოლოზ მარგველაშვილმა", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისი თქმით, ნიკოლოზ მარგველაშვილის მხრიდან, ეს უფლებამოსილების გადამეტებაა, რადგან მას არ გააჩნია უფლებამოსილება საჩივრები განიხილოს და რაიმე სახის გადაწყვეტილებები მიიღოს.
"რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს ქმედებას, ეს ნიშნავს, რომ კახი კალაძეს გასაჩივრების უფლება ჩამოართვეს", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში საჩივარი 27ივლისს შევიდა.
საჩივრის განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოს 48 საათიანი ვადა გააჩნდა.
კახი კალაძის საბანკო ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს დააყადაღა.
პროკურატურამ კალაძის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
"ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვა. ამავე ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციად მიჩნეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადინება. კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის საბანკო ანგარიშიდან ეტაპობრივად განხორციელდა 1 600 000 ლარამდე თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. ამასთან არ არსებობს ზემოთ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგულისხმოა, რომ იმავე დროის მონაკვეთში მისი ანგარიშებიდან დამატებით საბანკო ანგარიშგების (უნაღდო) წესით ხორციელდებოდა სხვადასხვა პირადი და საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურება საერთო ჯამში დაახლოებით 900 000 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს, რომ სამოქალაქო გარიგებებისას ან სხვა მიმდინარე ხარჯების დაფარვისას კახა კალაძე ანგარიშსწორებას ახორციელებს ჩვეულებრივად, საბანკო ანგარიშსწორების (უნაღდო ოპერაციების) მეშვეობით.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით გამოძიება ვალდებულია, გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნანახია: 774 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025