ხუთშაბათი, 19.06.2025, 23:05
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 2 » საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა
15:34
საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა
საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა 2013 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა. მანამდე კი, გასული წლის 7 დეკემბერს, დუბლინში, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-19 სხდომის ფარგლებში, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-20 სხდომა. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხები, კერძოდ, პოლიტიკური ურთიერთქმედების, უწყებათაშორისი და ორგანიზაციის პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, საქართველომ 2013 წელს სუამ-ის თავმჯდომარეობა ჩაიბარა და ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებს თავმჯდომარეობის პროგრამა წარუდგინა.
საქართველომ სუამ-ის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანისგან გადაიბარა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციას 2012 წლის 1-ელი იანვრიდან თავმჯდომარეობდა.
ნანახია: 828 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 5
0  
1 ეფემია   (02.01.2013 15:38) [Материал]
ცესკო-ს თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ

ცესკო-ს თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. შესაბამის განკარგულებაში ცვლილებები ცესკო-მ 31 დეკემბერის სხდომაზე შეიტანა. "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე" 2012 წლის 3 თებერვლის განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის ხელფასი 240 ლარით იზრდება და 5040 ლარი ხდება, თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 210 ლარით გაიზრდება და 4240 ლარს შეადგენს, კომისიის მდივანის ხელფასი, 4000-ის ნაცვლად, 4200 ლარი იქნება. რაც შეეხება კომისიის წევრებს, მათ ხელფასი 170 ლარით, 3570 ლარამდე გაეზრდებათ.
ხელფასები ეზრდებათ ცესკო-ს თანამშრომლებსაც. დეპარტამენტების ხელმძღვანელების ხელფასები 130 ლარით გაიზრდება და 2730 ლარი გახდება, განყოფილებების ხელმძღვანელები კი, 2000 ნაცვლად, 2100 ლარს აიღებენ,
ყველაზე დაბალ ხელფასს ცესკო-ში I კატეგორიის სპეციალისტები აიღებენ. მათ ხელფასი 50 ლარით 1050-მდე გაეზრდებათ. დანარჩენი კატეგორიის სპეციალისტებს კი 70-75 ლარით მოემატებათ.
ცესკოში სულ 72 თანამშრომელი მუშაობს, მათ შორის 13 ცესკო-ს წევრია. ცვლილებების მიხედვით, საერთო ჯამში მათზე ხელფასის სახით თვეში 146 875 ლარი გაიცემა. ცვლილებები ძალაში განკარგულების გამოქვეყნებისთანავე შედის.
ხელფასები საარჩევნო ადმინისტრაციაში "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე" განკარგულებაში 2012 წლის 3 თებერვალს შეტანილი ცვლილებების შემდეგაც გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, თებერვალში ხელფასები ცესკო-ს წევრებსა და თანამშრომლებს 350- 600 ლარის ფარგლებში მოემატათ.

0  
2 ეფემია   (02.01.2013 15:48) [Материал]
სუამი — სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის მიერ — საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა (1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მასში აგრეთვე შედიოდა უზბეკეთი). ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებულ სახელმწიფოთა სახელებისგან შემდგარი აკრონიმია. უზბეკეთის გასვლამდე მას ეწოდებოდა სუუამის ქვეყნები.

http://ka.wikipedia.org/wiki....1%83%98

0  
3 ფეფე   (02.01.2013 16:33) [Материал]
პრეზიდენტის გადაგომის მომხრეები 20 იანვრიდან პერმანენტულ აქციებს იწყებენ



ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის მომხრეები 4 იანვარს საქართველოს ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, მარტვილი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მორიგ აქციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" ქუთაისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა.

შარვაშიძის თქმით, მიმდინარე წლის 4 იანვარს სრულდება პრეზიდენტის გადადგომის მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესიც. როგორც გიორგი შარვაშიძე ამბობს, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისათვის შეგროვებული ხელმოწერების რაოდენობა 800 000 -ს შეადგენს.

"20 იანვრიდან აქციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება, პერმანენტულ სახეს მიიღებს და მანამდე არ დავიშლებით, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება," - ამბობს გიორგი შარვაშიძე.

როგორც ირკვევა, ქვეყნის პირველი პირის გადადგომის მოთხოვნით დაანონსებულ აქციებს სასულიერო პირებიც შეუერთდებიან.
ტეგები

0  
4 ბიბი   (02.01.2013 18:08) [Материал]
სუამი? არც გამიგია! რისთვის შეიქმნა? ან უზბეკეთს რა საერთო ჰქონდა ამ ქვეყნებთან? რის მიხედვით შეირჩა რესპუბლიკები, სურვილის მიხედვით? მოკლეთ კითხვების კორიანტელი დავაყენე biggrin biggrin biggrin biggrin

0  
5 ბიბი   (02.01.2013 18:11) [Материал]
მე არ ვეთანხმები და არ მომწონს ქუჩის აქციები, ამას მოყვება პრეზიდენტის მომხრეების აქცია და გამოიწვევს ურთიერთ დაპირისპირებას, ისევე , როგორც ნატოს და რუსეთის მომხრეების დაპირისპირებას მოყვა და უფრო უარესსსაც! angry

პრეზიდენტი უკვე აღარ არსებობს, ის მხოლოდ ცოცხალი სულდგმულია, დანარჩენი არაფერი... ფხაკუნობს მხოლოდ და ვერაფერს აკეთებს... angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025