ინტერვიუ პოლიტპატიმართან სამხედრო
გენერალი, "ავაზის" ყოფილი მეთაური ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის
აგვისტოდან პატიმარია. მისი ადვოკატის, ლალი აფციაურის თქმით, გენერალი
ხელისუფლებამ იმიტომ დააკავა, რომ აგვისტოს ომზე ბევრ ინფორმაციას ფლობდა.
ისიც იცოდნენ, რომ არ გაჩუმდებოდა... წითელაშვილი ნარკოტიკის უკანონო
შეძენა-შენახვა-მოხმარების ბრალდებით გაასამართლეს და 7 წლით თავისუფლების
აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმარს, წნეხის მიუხედავად, უკან არ დაუხევია და
უდანაშაულობის დასამტკიცებლად, დღემდე იბრძვის. მისი საჩივარი სტრასბურგშიც
არის გაგზავნილი.
|