online |

სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2013 » იანვარი » 02
საინფორმაციო პორტალ "ამბები.გე"-ზე ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა
უმრავლესობა წლის პოლიტიკოსად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს
მიიჩნევს. მას ხმათა 46.5% ხვდა წილად. რეიტინგში მეორე ადგილი თავდაცვის
მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაიკავა. ალასანიას წლის პოლიტიკოსად
გამოკითხულთა 12.6% მიიჩნევს. სამეულს ხმათა 7.3% პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი აგვირგვინებს.
|

ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სახლს
ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს.
როგორც ზვიადაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა ახალი წლის
ღამეს, დაახლოებით 01.00-დან 01.30 საათამდე მოხდა. სროლა განხორციელდა
სახლის საძინებელი ოთახის ფანჯარაზე. შენობას 13 ტყვია აქვს მოხვედრილი.
საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
|
 2013 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე
ქვეყანა ოფიციალურად გახდა.
მანამდე კი, გასული წლის 7 დეკემბერს, დუბლინში, ეუთო-ს საგარეო საქმეთა
მინისტრების საბჭოს მე-19 სხდომის ფარგლებში, გაიმართა დემოკრატიისა და
ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა
მინისტრების საბჭოს მე-20 სხდომა. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს სუამ-ის
ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხები, კერძოდ, პოლიტიკური
ურთიერთქმედების, უწყებათაშორისი და ორგანიზაციის პარტნიორებთან
თანამშრომლობის მიმართულებით.
|
 შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ
გიორგი თექთუმანიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
. შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, 2013 წლის 2 იანვარს, დაახლოებით,
01:15 საათზე, შეშელიძის ქუჩაზე, №31 ელგანათების ბოძის მიმდებარედ,
ავტომობილი "ბმვ 528" ასფალტის მოყინულ ზედაპირზე მოცურდა, დაკარგა
მართვა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ქვეითად მყოფ
თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილს და
ასევე ქვეითად მყოფ მოქალაქე გიორგი გიგაურს დაეჯახა, რის შემდეგაც,
"ბმვ"-ს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
|
|
|
|
|
|