"პროცესი დამთავრდა, ამ კაცმაც იგრძნო ეს, იგრძნო ეს გუნდის ძალიან ბევრმა წევრმა, ზოგმა ვერც გაიგო და მე მათ ავუხსნი, რა მოხდა რეალურად - რეალურად დამარცხდა სისტემა, სიცრუისა და ძალადობის სისტემა და ახლა ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პიროვნებები, რომლებიც აფუძნებდნენ და ხელს უწყობდნენ ამ სისტემის არსებობას, ნებით თუ უნებლიეთ, ვაპატიოთ და ამნისტიის მსგავსი რაღაც მოვიფიქროთ, იმისათვის, რომ მათაც ჩვენს საზოგადოებაში ღირსეულად ცხოვრება შეეძლოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.