ფოთში 9 წლის რუსთაველი ბავშვი დავით ქარაბიქი
ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბავშვი
მალთაყვის პლაჟზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა
. "ძალიან დაბალია წყლის სიღრმე და ვერც იფიქრებდა ვინმე, რომ ასეთი
ტრაგედია დატრიალდებოდა. არავინ იცის, რა მოხდა, წყლიდან ამოიყვანეს უკვე
გარდაცვლილი. ექიმებმა ვერაფერი უშველეს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან"
საუბრისას ნიკა კოკაიამ. ფოთის სამაშველო სამსახურის უფროსის, თენგიზ
ხაზალიას განცხადებით, მაშველებისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის
მისვლის დროს ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილის ცხედარი ფოთის
ცენტრალური კლინიკიდან რუსთავში გადაასვენეს.