ხუთშაბათი, 19.06.2025, 12:06
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 24 » ნინა ხატისკაცი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
02:36
ნინა ხატისკაცი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი, რომელიც ორგანიზაციის ეგიდით საარჩევნო პროცესების მონიტორინგის პროექტს ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, აქამდე არც გაფრთხილება და არც საყვედური არ მიუღია.
"დღემდე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამუშაოს და არანაირი დარღვევა, არანაირი გადაცდომა არ მქონია. პროექტები მქონდა და ვახორციელებდი. ეს არის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის და გამგეობის თავმჯდომარის მარკ მალენის გადაწყვეტილება, რომ აღმასრულებელ დირექტორს ჩემთან ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობა", - განაცხადა ხატისკაცმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდებოდა გათავისუფლება მის მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ხატისკაცმა უპასუხა, რომ არ იცის.
"ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ რეალურად ამაზე ლაპარაკი არასდროს გვქონია. არასდროს უკმაყოფილება ან შენიშვნა ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით არ ყოფილა", – განუცხადა ნინა ხატისკაცმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ნანახია: 934 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025