"ნაციონალებს” არა მხოლოდ ცუდი
პოლიტიკური ამინდი დაუდგათ, პირად ცხოვრებაშიც გაუავდრდათ. სააკაშვილის
ლომები გავლენას არა მხოლოდ თანამდებობეზე, არამედ ოჯახშიც კარგავენ.
პოლიტიკურ წრეებში უკვე ღიად საუბრობენ, რომ ქალაქის მერი გიგი უგულავა
გაყრის პირასაა. ლელა კილაძისა და უგულავას შორის "შავი კატის” სახით
კილაძის ძველმა მეგობარმა დავით მიქაძემ გაიარაო. იმასაც ამბობენ, რომ ეს
ამბავი კარგა ხანს არ გასკდებოდა, რომ არა თაკო სალაყაიასა და ლელა კილაძის
ახლო მეგობრობა. დაქალები ახალახან პარიზში ყოფილან ერთად და დედაქალაქის
მერსა და მის მეუღლეს შორის განხეთქილების შესახებ ხმებმაც სალაყაიას
გარემოცვიდან ამის შემდეგ გამოჟონა.
"დავით მიქაძე,
მეტსახელად "ვერელი” ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭია. რამდენიმე წლის წინ
ბენდუქიძის აუზზე შეხლა-შემოხლა მოუვიდა დაცვის წევრთან და
"ნაციონალებთან” დაპირისპირების გამო საქართველოდან წავიდა. სამშობლოში
მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა. სანამ ლელა კილაძე უგულავასი
გახდებოდა, მიქაძესთან მეგობრობდა. ეტყობა, ძველმა გრძნობებმა გაიღვიძა.
ყოფილი შეყვარებულები ისევ ერთად უნახავთ, ორიოდე თვის წინ, 2012 წლის
დეკემბერში გუდაურში მერაბიშვილის ცოლი და ლელა კილაძე იმავე სასტუმროში
უნახავთ, სადაც დავით მიქაძეც ისვენებდა. კილაძისა და მიქაძის აღდგენილი
კონტაქტების შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილს მიუტანია ენა დედაქალაქის
პირველ პირთან, მხოლოდ სკამი კი არა, მგონი ცოლიც ხელიდან გეცლება,
მეგობაროო, წაუსისინებია თამარს”, _ ამბობს წყარო.
იმასაც
ამბობენ, რომ 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული
მივლენებისას უგულავას ემოციური ქმედების ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკურთან
ერთად გართულებული პირადი ცხოვრებაც, შესაძლოა, იყოსო. თბილისის მერიაშიც
ლაპარაკობენ, რომ უგულავა დეპრესიაშია... კარგა ხანია, მის გვერდით ცოლი
აღარ უნახავთ. ტრადიციისამებრ, ლელა კილაძე აღარც მერიაში აკითხავს, მერი
კი ახლოგარემოცვის ზარებსაც აღარ პასუხობსო.
როგორ დამთავრდება
უგულავასა და კილაძის ურთიერთობა და რა გახდება ცოლ-ქმრის დაშორების
მიზეზი ამას დრო აჩვენებს, თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ უგულავას გვერდით
ლელა კილაძე საჯაროდ აღარ ჩნდება. არადა, როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის
წინ მერიის ფონდიდან ლელა კილაძის პირადი პლასტიკური ოპერაციებისთვის
უგულავამ თანხებიც გამოყო, რაც ოფიციალურად დასტურდება. ამ ამბავს
მაშინდელი ოპოზიცია აპროტესტებდა კიდეც.
პირად ცხოვრებაში
ხელმოცარულთა შორის გიგი უგულავა "ნაციონალებში” გამონაკლისი არ არის. უკვე
ხმები დადის ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის, ვანო
მერაბიშვილის შესახებ. ხელში ჩაგვივარდა ექსკლუზიური ფოტომასალა, რომელზეც
აღბეჭდილია, თუ როგორ ილხენდა "ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი
და საპრეზიდენტო კანდიდატი, ვანო მერაბიშვილი, ახალგაზრდა "ნაციონალებთან”
ერთად რესტორანში. ახალგაზრდა აქტივისტების მოსალხენად შეკრების
ორგანიზატორი კობა ხაბაზი ყოფილა. ხაბაზი კურირებდა ახალგაზრდების ჯგუფთან
ერთად არასამთავრობო აქტივისტების ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის”
დაარსებას. ეს ორგანიზაცია, ფაქტობრივად, "ნაცმოძრაობის” ახალგაზრდული
დანამატია და სახელიც იმიტომ შეურჩიეს ასეთი, რომ "ნაცმოძრაობის” მიმართ
საზოგადოების აგრესია ახალგაზრდებსაც არ შეხებოდა. ამბობენ, რომ
მერაბიშვილმა და ხაბაზმა აქტივისტები, გაწეული მხარდაჭერისა და პოლიციის
სამმართველოებთან გამართული აქციების სანაცვლოდ, ასე დაასაჩუქრეს. როგორც
ერთ-ერთი ამ ქეიფის თანამონაწილე გვიყვება, რესტორანში მერაბიშვილის ახალი
ფავორიტი, მაკო გუჯარელიძეც იყო მიწვეული. მაკო გუჯარელიძე "ნაციონალური
მოძრაობის” აქტივისტია. ფოტოსურათებზე მუდმივად მერაბიშვილის გვერდით
ჩანს. მათ ერთად ხშირად ხედავენ "ნაცმოძრაობის” ცენტრალურ ოფისშიც.
მერაბიშვილი-სალაყაიას წრესთან დაახლოებული პირის ცნობით, მერაბიშვილსა და
მის მეუღლეს შორის, დიდი ხანია, აღიმართა აისბერგი. მათ ურთიერთობაში
ტემპერატურამ განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწია, რაც თაკო სალაყაიამ
თბილისში რამდენიმეჯერ ფავორიტი დიჯეი რავენი ჩამოიყვანაო. წარმოშობით
ფრანგი დიჯეი, პირველად სალაყაიას მოწვევით ანაკლიაში ჩამოვიდა, შემდეგ
ბუდაბარის გახსნაზეც იყო. ეჭვიანობით შეპყრობილმა ყოფილმა შს მინისტრმა
სწორედ ცოლთან უთანხმოების შემდეგ მოუხშირა მაკო გუჯარელიძესთან ერთად
საზოგადოებაში გამოჩენას.
შევეცადეთ, ლელა კილაძესთან და თაკო
სალაყაიასთან გადაგვემოწმებინა ინფორმაციები მათ შესახებ, მაგრამ ისინი,
სავარაუდოდ, უცხო სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
აი როგორც იქნა აღსდგა სამართლიანობა ასე არ ჯობია?! ჭეშმარიტ ღმერთზე ლაპარაკობს ვიწრო მარგინალური სექტა.. ეს უფრო უხდებათ ნაცულიკებს .. აბა სტადიონი და სპორტის სასახლე არაბუნებრივი იყო
Shalva Ramishvili შალვა რამიშვილი შსს - თუ გიგი უგულავა დაკითხვაზე არ გამოცხადდება, იძულებითი ღონისძიებები განხორციელდება 10:23 11-02-2013 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე არ მივა, მის მიმართ იძულებითი ღონისძიებები განხორციელდება. "მიუხედავად იმისა, რომ ძველი თბილისის რაიონულ პოლიციაში ქალაქ თბილისის მერი, ბატონი გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვაზე იყო დაბარებული, იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა. მართალია, 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმის სახით წინა სასამართლო გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა და მისი იძულებით მოყვანა საგამოძიებო ორგანოში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს ახალი წესი ამოქმედდება 2013 წლის 1-ელი დეკემბრიდან, როგორც ეს მითითებულია დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველ ნაწილში", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ დღეისთვის გამოძიების ეტაპზე დაკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმად, მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით. "ის ვალდებულია სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გარშემო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით იყო მოყვანილი. 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლი ადგენს პირის იძულებით მოყვანის წესს, კერძოდ, გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე, წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, გასცემს ბრძანებას პირის იძულებით მოყვანის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, უწყების განცხადებით, ჩვენებაზე უარის თქმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ითალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შსს-ს განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლში მოცემულია იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა ბრალდებულად ცნობა საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს სპეციალურ თანხმობას მოითხოვს. ამ ჩამონათვალში არ არის ქალაქის მერი. "გამოძიება აფრთხილებს ქალაქის მერს, ბატონ გიგი უგულავას, თუ ის არ შეასრულებს მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს და არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მისი უმოქმედობა მიჩნეულ იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სალამი ბიბი. მე ვერ ვუყურებ მაგას. რა უსინდისოები არიან,ყველანაირ ზღვარს სცილდება მაგათი საქციელი. არავის არ უყვარს ეგენი,ისევ იმათ ვინც რაიმე სარგებელში იყვნენ.
ჰა,ჰა,ჰა,ახლა უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ეს ''დემაგოგები'' სპეციალურად ლაპარაკობენ, ოცნების მომხრეებზე და ბიძინაზე ასე მკვეთრად: ''პროვინციულები, ჭორვილელები, გაუნათლებლები''... რომ ხალხი გაამწარონ ასეთი მიმართვებით და საეთოდ უფრო მეტად განაწყონ ნაცების წინააღმდეგ, ანუ პარადოქსული შედეგი მიიღონ... ანუ ესენი არიან ''ჩანერგილი'' ოცნებისტები ნაცების პარტიაში...