თბილისის მერიაში გიგი უგულავას დაკითხვა დასრულდა. რამდენიმე წუთის
წინ თბილისის მერის კაბინეტიდან პროკურორი ნუგზარ სალია და ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ კუჭავა გამოვიდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თამარ კუჭავამ განაცხადა, გიგი
უგულავამ დაკითხვის დროს საქმიანად და მშვიდად ისაუბრა, ყველა დასმულ
კითხვას უპასუხა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკითხვის
დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. მისივე თქმით, უგულავა მოწმის სტატუსით დაიკითხა და მისივე სურვილით, ამ პროცესს ადვოკატი არ ესწრებოდა. თბილისის მერი, სავარაუდოდ, ჟურნალისტებთან კომენტარს უახლოეს ხანში გააკეთებს. გიგი უგულავას დაკითხვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შპს "თბილსერვის ჯგუფი"–ს
საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების
მიზნით 2006 წელს დააფუძნა. "გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ
2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა
დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი
უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში
ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2
წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764
აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც
ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები
იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ
საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი
ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ. გამოძიებით
ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი
და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა.
რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს,
იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს. გამოძიება ინტენსიურად
მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს
ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია
საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ოეეეეეეე ყანააააააა, უგულავამ როგორ დაგაჩმორათ!!!!! რატომ მიხვედით მერიაში, რატომ??? გადსი უგულავას და მაგიტომაც გიბედავენ ამდენს, რა სიტყვებს აღარ გიწოდებს და ღირსები ხართ!!!! რატომ მიხვედით? მერე არ დაიწყოთ წუწუნიიი.. ვაიმე როგორ გავმწარდიიი
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პროკურატურა ჩიხშია შესული და პროცესების დაჩქარებას ცდილობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა
აი ეგრე, ძალიან კარგიი , მიდი მიაწექი გიგიიი, მოუტყანი ამ ნამეტანი დემოკრატებს დედა!!!!
გამარჯობათ ქურდებს სიცოცხლე მიშისტებს სიკვდილი, ხო გამოუშვეს ქურდები, ბიძო გენაცვალე, ქურდებს ვულოცავ, რისთვის იყვნენ დაჭერილები ეს ხალხი, მარტო სახელის გულისთვის, მიშას დედა და ცოლი გავღერძე დილა საღამოს