ხუთშაბათი, 19.06.2025, 04:35
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 20 » "მარტო იმასღა ვფიქრობდით, ბავშვები და სული გადაგვერჩინა" - საქართველოში სტიქია მძვინვარებს
01:43
"მარტო იმასღა ვფიქრობდით, ბავშვები და სული გადაგვერჩინა" - საქართველოში სტიქია მძვინვარებს

საქართველოს აღმოსავლეთში წუხელ სტიქიამ იმძლავრა. გრიგალმა, კოკისპირულმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის ქალაქებსა და სოფლებში უბედურება დაატრიალა. ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ არავინ დაღუპულა. სხვა მხრივ, მოსახლეობამ ყველაფერი დაკარგა, რისი წართმევაც მოვარდილ ღვარ-ცოფს შეეძლო - სახლ-კარი, პირუტყვი, მოსავალი.

განსაკუთრებით კახეთი დაზარალდა. იქ წვიმასა და სეტყვას გრიგალიც დაერთო და საქართველოს ეს უმდიდრესი კუთხე გაანადგურა. ათასობით ოჯახი სარჩოს გარეშე დარჩა, ზოგიერთი გაპარტახდა კიდეც. ძნელია სრულად აღწერო ის ცოდვა-ბრალი, რაც ფერიცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც გლეხს მოწეული ჭირნახულისთვის გემო უნდა გაესინჯა, მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა. სტიქიის ასეთი დაუნდობელი შემოტევა აქ უხუცესებსაც არ ახსოვთ.

სტიქიისაგან დარბეული ადგილებიდან თანდათან მოდის უბედურების ამსახველი მასალები.

"სამი საათი იყო, რომ გავიღვიძეთ და უკვე გრიგალი და ქარიშხალი ამოვარდნილიყო, მუშტისხელა სეტყვა მოდიოდა. სახლშიც კი ვეღარ ვჩერდებოდით - ისეთი ქარი იყო, ხეები დაგლიჯა. მთელი მარანი დატბორილია, მოსავალი იყო დასაკრეფი და ვერაფერი დავკრიფეთ, სულ წაიღო წყალმა და ღვარმა."

"დღეს ატამი უნდა დამეკრიფა, ვენახი გამიფუჭა, სახლი გამიოხრა. კრედიტი მაქვს 3 ათასი დოლარი გამოტანილი, ეხლა უნდა დამეფარა, აგვისტო-სექტემბერში."

"ხალხი დარჩა უსახლკაროდ, ვლოცულობთ, რომ ცოცხლები ვართ და სიკვდილიანობით არ დამთავრდა."

"ჭერი გადაიხადა, ფანჯრები შემოანგრია, ყველა ოთახში წვიმს, როგორც გარეთ წვიმს, ისე - შიგნით. რაც კი დავთესეთ, აღარაფერი აღარა გვაქვს."

"ერთი ჰექტარი ატამი მქონდა, ხის ძირიც კი აღარ დარჩა, არამც თუ ნაყოფი. ბანკის ვალი მაქვს გადასახდელი, სტუდენტი შესანახი.."

"ისეთი საშინელი სეტყვა მოვიდა, რომ საით გაქცეულიყო ადამიანი, არ იცოდა. მარტო იმასღა ვფიქრობდით, ბავშვები და სული გადაგვერჩინა. დაჩოქილები ვლოცულობდით."

"სახურავი დაქუცმაცებული ყრია აქა-იქა. ყველაფერი გაგვიოხრდა და გაგვიტიალდა. დაშლილს და დამტვრეულსაც კი ვეღარ პოულობს ბიჭი, რომ მასალად მაინც გამოიყენოს."

ამას კახეთის ერთ დროს ულამაზესი სოფლის, ვაჩნაძეანის მკვიდრი ქალბატონები ყვებიან. მომხდარ განსაცდელზე მხოლოდ ქალბატონები საუბრობენ. კაცები - არა. მათ ლაპარაკის თავიც აღარ აქვთ.

როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, დაზარალებულებს უკლებლივ ყველა, ჩინოსანიც და ჩინოსნობაზე მეოცნებეც "ოქროს მთების" დადგმას ჰპირდება. არადა, უბედურება ისეთი მასშტაბისაა, რომ შეიძლება უამრავი ოჯახი წელში ვეღარ გაიმართოს და ახალგაზრდებს მომავალი მოესპოთ. მათ რეალური, გონივრულად გათვლილი და დათვლილი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ.

დავით შალიკაშვილი
ნანახია: 1043 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 3
0  
1 ლერა   (20.07.2012 08:18) [Материал]
რა ეშველება ეხლა ამ ხალხს, ვინაა ამათი პატრონი, მთელი კახეთი მოისრა და გაპარტახდა. ეს სტიქიაც რა საწყალ კაცს ერჩის რაა.......

0  
2 ბიბი   (20.07.2012 08:55) [Материал]
არჩევნების წინა პერიოდია და იქნებ ეშველოთ!... sad რა უბედურებაა!!!!! sad cry

0  
3 ბიბი   (20.07.2012 08:58) [Материал]
ჩემი კახეთი........

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025