online |

სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2013 » თებერვალი » 5 » მარიკა ვერულაშვილის მიერ უმცირესობის დატოვება ოფიციალურად დადასტურდა
10:41 მარიკა ვერულაშვილის მიერ უმცირესობის დატოვება ოფიციალურად დადასტურდა |
მარიკა ვერულაშვილის მიერ საპარლამენტო უმცირესობის დატოვება
ოფიციალურად დადასტურდა. შესაბამისი განცხადებით, მან დღეს პარლამენტის
ბიუროს მიმართა.
ვერულაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ფრაქცია "რეგიონებს" ტოვებს.
"გავდივარ "ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების" რიგებიდან", - ნათქვამია
ვერულაშვილის მიმართვაში, რომელიც 4 თებერვლით თარიღდება. ვერულაშვილი მიმართვაში ფრაქციიდან გასვლის მიზეზს არ ასახელებს და არც იმას აფიქსირებს, თუ რომელ ფრაქციაში აპირებს გადასვლას. საპარლამენტო უმცირესობის რიგები 21 ოქტომბრიდან, ანუ საშემოდგომო სესიის გახსნიდან დღემდე 9 დეპუტატმა დატოვა.
|
ნანახია: 851 |
დაამატა: ლონდა
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
|