ხუთშაბათი, 19.06.2025, 12:56
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 12 » მამუკა ღლონტი დაჯარიმების შემთხვევაში თანხის გადახდას არ აპირებს
23:27
მამუკა ღლონტი დაჯარიმების შემთხვევაში თანხის გადახდას არ აპირებს

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ თუ მათი სატელიტური ანტენების დაყადაღებას "მაესტროს" დაჯარიმება მოჰყვება, ტელეკომპანია ჯარიმას არ გადაიხდის.

"პირდაპირ ვამბობ, ჩვენ ამ ჯარიმას არ გადავიხდით! მოვიდნენ, დააყადაღონ ჩვენი ანგარიშები და გამორთონ ჩვენი ტელევიზია, აი, მერე ვნახოთ, როგორ ჩაატარებენ ისინი არჩევნებს თანაბარ პირობებში. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები იმის, რომ რაიმე უკანონო ჯარიმა გადავიხადოთ. გამორთონ "მაესტრო" და მერე ვნახოთ, რა დასკვნებს დაუდებენ. იმიტომ, რომ XXI საუკუნეში ებრძოლო ინფორმაციის გავრცელებას, ეს არის წარმოუდგენელი რამ!", – განაცხადა მამუკა ღლონტმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ სატელიტური ანტენები უსაფუძვლოდ დააყადაღა და ისინი ანტენების უფასოდ დარიგებას არ გეგმავდნენ. ღლონტის განმარტებით, ანტენები შესაძლოა მოსახლეობისთვის განვადების წესით მიეყიდათ. "მაესტროს" დამფუძნებელი "ელიტა ბურჯთან" რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

თბილისის საქალაქო სასამათლომ პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით ყადაღის დადების თაობაზე სასამართლოს ელექტრონული წარმოების პროგრამით მიმართა და სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა.

პროკურატურის განმარტებით, მათი ინფორმაციით, "მაესტრო" მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"


ნანახია: 2390 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 3281 2 3 ... 21 22 »
0  
1 londa   (11.07.2012 23:38) [Материал]

0  
2 ბიბი   (12.07.2012 00:27) [Материал]
''პროკურატურის განმარტებით, მათი ინფორმაციით, "მაესტრო" მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებს.'' surprised cry

ჯერ არ დაუმტკიცებიათ, ფაქტები არ აქვთ, და უკვე აყადაღებენ... ''აპირებსო'' თანაც ინფორმაციით და არა ფაქტებით! გაგაგიჟებენ, რა ხდება, ბნელა? angry angry angry

0  
3 კორშა   (12.07.2012 05:20) [Материал]
ცოლების,დედების,მამების და და-ძმების იმედზეღა დარჩენილა ნაცმოძრაობა.
ეგრე გინდათ თქვენ.

0  
4 კორშა   (12.07.2012 05:20) [Материал]
არალე როგორ ხარ გოგო.

0  
5 კორშა   (12.07.2012 05:22) [Материал]
რა, არ აქვთ უფლება რომ ანტენები უსასყიდლოდ დაურიგონ?ეგაც პოლიტიკური პარტია ხომ არ არის.

0  
6 კორშა   (12.07.2012 05:25) [Материал]
წავედი უნდა ვიმუშაო. angry

0  
7 londa   (12.07.2012 08:57) [Материал]

0  
8 londa   (12.07.2012 08:58) [Материал]
აგარის გამგებელი მიშა გელაშვილი, მოსახლეობასთან კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. შეხვედრა ორ მხარეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „თქვენ კარგად ხართ მორგებულები," - ასე მიმართა აგარის მკვიდრმა ადგილობრივ გამგეობას. მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ შეძლო ვითარების განმუხტვა და შეხვედრა მშვიდობიანად დასრულდა.

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1109

0  
9 londa   (12.07.2012 08:58) [Материал]
სამარცხვინო, სამარცხვინო ხალხი!!!!!!!

0  
10 londa   (12.07.2012 09:06) [Материал]
კასპის რაიონის სოფლებში „ქართული ოცნების“ შეხვედრებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. სოფელ კოდისწყაროში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ორი პიროვნება შეხვედრის ჩაშლას შეეცადა. ისინი დაჟინებით მოუწოდებდნენ კოალიციის წარმომადგენლებს სოფლის დატოვებისაკენ. სამთავისში წარმატებით ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მცირეწლოვან ბექა ბექაურს, რომელმაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთისგან საჩუქრად კოალიციის მაისური მიიღო, უბნის რწმუნებული ფიზიკურად გაუსწორდა. შეშინებული არასრულწლოვანი მომხდარ ფაქტს უარყოფს.

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1108

0  
11 londa   (12.07.2012 09:08) [Материал]
ეს რა ისწავლეს ეეეეეე

სად იყო ბიძინა ომის დროსო, რატომ არ გადაეფარა თვითმფრინავებსო.. ვინ უნერგავს ნეტა ამ ხალხს ასეთ სისულელეეებსსსს.. ვისაც ევალებოდათ ხალხის დაცვა, ისინი წითელ ხიდთან ასწრებდნენ ერთმანეთს და ბიძინა სად იყო ამ დროსო angry

ბნელებო, ბნელებო თქვენი მოწონებული ქვეყანა სულაც არ მინდა მე, თქვე ბნელო ხალხო.. გამოფხიზლდით დროზე!!!

0  
12 londa   (12.07.2012 09:10) [Материал]
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - ნელი კობიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი და პავლე ნოზაძე ქარელის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მოვიდნენ ისეთებიც, რომლებსაც არაფრის შეცვლა არ სურთ, თუმცა უმეტესობამ ასეთი გამომსვლელების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და რწმუნებულის მტკიცების საწინააღმდეგოდ აღნიშნეს, რომ არც წყალი აქვთ ახლოს და არც ჯანმრთელობის დაზღვევის 15 ლარიანი პაკეტი ყოფნის მათ მდგომარეობას. შეხვედრებისას კოალიციის წარმომადგენლებს მუდმივად დაყვებოდა გამგებელი ნასვამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც განგებ იწვევდნენ აყალმაყალს ხალხში და ხელს უშლიდნენ სტუმრებთან საუბარში

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1111

0  
13 londa   (12.07.2012 09:11) [Материал]
ბიძინა, ოიცოდე შენს ოპოზიციაში ჩავდგები, თუ შენი მოსვლის შემდეგ ამ ხალხისთვის დაპირება მარტო დაპირებად დარჩა.. ცოდოა ეს საცოდავი ხალხი ( ვგულისხმობ იმათ, ვინც ენდობა ქართულ ოცნებას).. რამდენი რამეა სოფლად გასაკეთებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ამათ ეშველებათ.

არ მოატყუო ბიძინა, თორემ ....

0  
14 londa   (12.07.2012 09:13) [Материал]
რუსეთი უნდა მოიყვანონ, რუსეთუმეები არიან.. ამის მეტი არაფერს ასწავლიან ამათ ვინც უშვებს ასე არეულობის შესატანად?? ვაიმე რა დაბალი დონეა

0  
15 londa   (12.07.2012 09:23) [Материал]
კოალიციის ლიდერები- ქეთი დოლიძე, ზაზა გოგსაძე, ქეთი დუმბაძე, მერაბ თავაძე, ნიკა და გიორგი ყიფიანები და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა სოფელ ცხრამუხის და სათივეს მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელ სათივეში კოალიციის ლიდერები ფეხით ავიდნენ, რადგან სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მასზე მანქანით გადასვლა შეუძლებელია. მოსახლეობა ხიდის აღდგენას ითხოვს. რაიონის ხელისუფლების დაცვა ხაშურის გამგეობის დაცვის თანამშრომელმა იკისრა. ხმაური სწორედ მან გამოიწვია სოფელის მოსახლეობაში თუმცა უშედეგოდ - სტუმარ-მასპინძლებს შორის გულითადი საუბარი მაინც შედგა.

1-15 16-30 31-45 ... 301-315 316-328
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025