ოთხშაბათი, 18.06.2025, 18:49
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 19 » "ქართული ოცნება" მზადაა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს
10:01
"ქართული ოცნება" მზადაა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს


კოალიცია „ქართული ოცნება" სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების მიმართ გულისტკივილს და თანაგრძნობას გამოთქვამს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" მზადაა ყველაფერს გააკეთოს იმისათვის, რომ ზარალით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრას, მაგრამ აღნიშნა, რომ ამის საშუალებას არსებული კანონმდებლობა არ აძლევს.

„სამწუხაროა, რომ არსებული კანონმდებლობა ბიძინა ივანიშვილს არ აძლევს ქველმოქმედების საშუალებას და არც კოალიციას აქვს იმის საშუალება, რომ რაიმე სახის დახმარება, გარდა ფიზიკური დახმარებისა აღმოუჩინოს დაზარალებულ მოსახლეობას. ჩვენ ვიცით, რომ შექმნილია საგანგებო სალიკვიდაციო შტაბი. ჩვენ მზად ვართ ამ შტაბის მუშაობაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ასევე, მზად ვართ, თუ ხელისუფლება გამოიჩენს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს და გვაჩვენებს ლეგალურ გზებს, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა ადამიანების დახმარებაში, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ნანახია: 754 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025