მთავარი » 2012»ივლისი»3 » ქარწაღებული ხიდის მამა მინისტრის პორტფელით ჯილდოვდება
10:00
ქარწაღებული ხიდის მამა მინისტრის პორტფელით ჯილდოვდება
მიხეილ სააკაშვილის გუნდი ახალი ინიციატივით გამოდის -
შეიქმნა ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც დასაქმების
მინისტრი უხელმძღვანელებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის
შემდეგ სააკაშვილის გუნდი მიხვდა, რომ დასაქმების პრობლემა ქვეყანაში ისევ
აქტუალურია და სავარაუდოდ, მათი ასეთი გამჭრიახობა მოახლოებულმა არჩევნებმა
და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თავისი საარჩევნო პროგრამა
გაახმოვანა, სადაც პრიორიტეტებად ჯანდაცვა, დასაქმება და სოფლის მეურნეობის
განვითარების ხელშეწყობაა განსაზღვრული, ხელისუფლებამ პრაქტიკულად ეს
პროგრამა გადაამღერა და ოდნავ სახეცვლილი შემოგვთავაზა. სავარაუდოდ,
დასაქმების მინისტრის აპარატის შექმნაც ხელისუფლების ამ ახალი სტრატეგიის
ნაწილია.
კონკრეტულად რას გააკეთებს დასაქმების მინისტრი,
ჯერაც ბუნდოვანია. ერთი, რაც ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ ცალსახად
ითქვა, არის ის, რომ პრაქტიკულად ამ უწყების შექმნით ხელისუფლებამ
დასაქმების კუთხით ეკონომიკის სამინისტროს წარუმატებლობა აღიარა. რა
მეთოდებით შეებრძოლება დასაქმების სახელმწიფო მინისტრი უმუშევრობას, ამას
ალბათ მომავალი გვიჩვენებს. ამ უწყების შექმნასტან დაკავშირებით კომენტარი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა გააკეთა და არ გამორიცხა, რომ
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან „შრომის"
კომპონენტი გამოცალკევდეს.
დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე
ვანო მერაბიშვილმა ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე წარადგინა. ტრაპაიძე კომპანია
„კავკასუს როუდ პროჯექტის" დაამარსებელია და 2010 წელს იგი სააკაშვილმა
ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა. „კავკასუს როუდ პროჯექტი" ის კომპანიაა,
რომელსაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით არაერთი ტენდერი აქვს
მოგებული. მაგალითად, ამ კომპანიის შესრულებულია სატრანზიტო კვანძები და
ხის საფეხმავლო ხიდი გმირთა მოედანზე, აჭარაში ქვემო სამება-ზემო სამების
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით, ჩქაროსნული
ავტომაგისტრალის ნატახტარი-აღაიანი-იგოეთის მონაკვეთი, ავტომაგისტრალი
ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე, ანაკლია-განმუხურის ხის საფეხმავლო
ხიდი მდინარე ენგურზე, მესტიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი,
სპორტულ-დასასვენებელი კომპლექსი და რესტორანი ილიას ტბაზე, ასევე
მთავრობის სახლის მშენებლობა ქალაქ ქუთაისში. ამჟამად კი „კავკასუს როუდ
პროჯექტი" თბილისში, მტკვრის მარჯვენა ესტაკადებს აკეთებს და ქუთაისში
საქართველოს პარლამენტის შენობას აშენებს.
შეგახსენებთ, რომ აქ
ჩამოთვლილი პროექტებიდან რამდენიმემ კრახი განიცადა. კერძოდ, პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზეიმოდ გახსნილი ანაკლია-განმუხურის
500-მეტრიანი ხიდი ქარმა წაიღო. მაშინ ითქვა, რომ ქარმა მხოლოდ ხიდის
ნაწილი წაიღო, რადგან ანაკლიის საკურორტო ქალაქად გამოცხადების მეორე
დღესვე ის დაშალეს და ერთი ნაწილი სვანეთში წაიღეს. აღმოჩნდა, რომ
ტრაპაიძის აშენებული ხიდი პრეზიდენტმა დაიწუნა და მის ადგილას სხვა ხიდის
აგება ბრძანა, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, ეს ბრძანება ჯერ არ
შესრულებულა.
„კავკასუს როუდ პროჯექტის" მეორე წარუმატებელი პროექტი
ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობაა. შეგახსენებთ, 7 ივნისს
პარლამენტის მშენებარე შენობის ხარაჩო ჩამოინგრა და ერთი ადამიანის
სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომხდარი უბედური
შემთხვევის გამო მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის
საკითხი უნდა დამდგარიყო, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მაშინ
პროკურატურამ ტრაპაიძის კომპანიის საქმის მწარმოებელი დავით ქავთარაძე
დააკავა, ხოლო სახელმწიფო სამსახურებმა მომხდარზე ყველანაირი
პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ თავად კომპანიის
დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე მინისტრად მოგვევლინება. ამდენად, მას
„დამსახურებები" დაუფასეს და ამ თანამდებობით დააჯილდოვეს.
მავანს გაუხარდა სამარშრუტო ტაქსებში რადიოს გათიშვა - უდროო დროს და უადგილო ადგილას ბოლო ხმაზე აწეულ "ყაზბეგის" რეკლამის "საუნთრეკს" - "აყვავებულა არაგვზე დეკას" აღარ მოასმენინებდნენ.
მომღერალმა გიორგი ჩიტაურმა კი პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. შესაძლოა, ნუგზარ ერგემლიძის ბედი გაიზიაროს. ჩიტაური მშობლიურ თიანეთის რაიონში აპირებს ლეიბორისტული პარტიის სიით მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას. მისი კონკურენტი თიანეთში ”ქართული ოცნებიდან” ზაქარია ქუცნაშვილი იქნება. რატომ მაინცდამაინც ლეიბორისტების მხრიდან? იმიტომ რომ "დაბადებიდან ლეიბორისტია”.
”ბიძაჩემი იყო ამ პარტიაში და ბავშვობიდანვე სულ ლეიბორისტებს ვხედავდი. ძალიან მომწონს ამათი გამოსვლები", - განუცხადა ჩიტაურმა გაზეთ ”ახალ თაობას”.
თავადაც, პარლამენტში ფოლკლორის ასაყვავებლად მიდის: "დღეს საქართველოში ძალიან პოპულარულია ფოლკლორი. მე მყავს მეგობრები, რომლებიც ამ სიმღერებს მღერიან და მთელი საქართველო პატივს სცემს, ამის მიუხედავად, მათ ყურადღებას არავინ აქცევს, ფოლკლორს კი დაცვა სჭირდება. სიმღერიდან პოლიტიკაში იმიტომ მივდივარ, რომ მომღერლებს აღარ უჭირდეს", - აცხადებს ჩიტაური.
ასე რომ, შეიძლება მალე ”აყვავებულა ლეიბორიზმი” იმღეროს. - "რატომაც არა, სიმღერებს ვიმღერებ, მაგრამ მარტო სიმღერით ჩემს რაიონს ვერ ვუშველი".
ქართულ ოცნებასთან ჩახუტებას კი უარყოფს.
გიორგი ჩიტაური: ”მოდით, პირდაპირ ვიტყვი, ქართული ოცნება ცდილობდა ჩემს გადაბირებას. დაიწყეს ხალხის გამოგზავნა. ერთ-ერთ შეხვედრაზე 10 ათასი ლარი დამიდეს და მოთხოვნა წამიყენეს, დავმდგარიყავი მათ გვერდით. უარი ვთქვი. გვერდით არასოდეს დავუდგები, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ვნახე, როგორი ხალხი შემოიკრიბეს გარშემო. თუ ჰგონიათ, რომ მარტო ბერა ივანიშვილის სიმღერით მოულბობენ ხალხს გულს, ძალიან ცდებიან”.
- ბერას სიმღერებს რაღას ერჩით? - მაგ ბავშვს არაფერს ვერჩი, მაგრამ არ შეიძლება საქართველოში ასეთი სიმღერების სიმღერა. რა რეპი, როცა ასეთი სიმღერები გვაქვს.
- ამით რისი თქმა გინდათ, რომ თქვენი სიმღერები უფრო მოსწონს ხალხს? - ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ძალიან ბევრს მოსწონს. მე არ ვამბობ, რომ ამით არჩევნებს მოვიგებ, მაგრამ ბევრი გულშემატკივარი მყავს და მართლა მინდა, რომ ჩემი რაიონისთვის და ფოლკლორისთვის რამე გავაკეთო. წინა დეპუტატებმა რაიონისთვის არაფერი გააკეთეს. მე არ მინდა ასეთი დეპუტატი ვიყო. მე ვიცი, რა უჭირს ამ ხალხს.
ასე რომ, პოლიტიკა ოხერია. ფოლკლორზე მოფიქრალი კაცი, შეიძლება ლეიბორისტების "ავანგარდში" აღმოჩნდე.
გიორგი ჩიტაური: ”მოდით, პირდაპირ ვიტყვი, ქართული ოცნება ცდილობდა ჩემს გადაბირებას. დაიწყეს ხალხის გამოგზავნა. ერთ-ერთ შეხვედრაზე 10 ათასი ლარი დამიდეს და მოთხოვნა წამიყენეს, დავმდგარიყავი მათ გვერდით. უარი ვთქვი. გვერდით არასოდეს დავუდგები, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ვნახე, როგორი ხალხი შემოიკრიბეს გარშემო. თუ ჰგონიათ, რომ მარტო ბერა ივანიშვილის სიმღერით მოულბობენ ხალხს გულს, ძალიან ცდებიან”.
არა რაააა, ამათი გამოსწორება არ იქნება. რა ჭირს ქართულ ოცნებას ,რომ ეხლა ეს ფულით ეყიდა?????
საწყალი გიორგი ჩიტაური, რამხელა წარმოდგენისა ყოფილა საკუთარ პესონაზე ზოგიერთს როგორ უნდა ყურადღების ცენტრში მოქცევა, ფობიად გადაექცათ უკვე და როცა არავინ აქცევს ყურადღებას, ამას ასეთი სასაცილო ხერხებით ცდილობენ. მეცოდება ყველა ასეთი ადამიანი
სიმღერიდან პოლიტიკაში იმიტომ მივდივარ, რომ მომღერლებს აღარ უჭირდეს", - აცხადებს ჩიტაური.
დედა დედა დედა, რამხელა ამბიციააა.. ჩამოდი ბიჭო მიწაზე, თორემ ერთი ნუგზარ ერგემლიძემ გააკეთა რამე მომღერლებისთვის პოლიტიკაში და მეორე შენ აუშენებ კოშკებს
მარშრუტკების დონის სიმღერებს მღერის და რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე.
ქართული ოცნება ცდილობდა ჩემს გადაბირებას. დაიწყეს ხალხის გამოგზავნა. ერთ-ერთ შეხვედრაზე 10 ათასი ლარი დამიდეს და მოთხოვნა წამიყენეს, დავმდგარიყავი მათ გვერდით. უარი ვთქვი.
ლონდიკოც მოსუააა ვიცი არალე ეგენი არიან სისხლისმსმელებიიიი ცოცხლად ჭამენ ხალხლხს მაგრამ ფეხები არ მოჭამონ კიდევ საქართველოს მიშა ფართხალებს უკვე და ეს უკანასკნელი სვლა იყო მისი რატომ წიკლაური არ დანიშნა ისინი მაყეფართა ჯგუფია ესენი დამსჯელთა და ასე ამოწყდეს ზუსტადაც ამოწყდეს ყველა ვინც ქართველ კაცზე ხელს აწევს და მოუკვდეს მის დედებს სკამის გულისთვის რა დღეში არიან ადე რაა შე ჩემისა წადი ფული ქვეყნის იშოვე წადი და ჭამე და შეირგე რაააა ვაიი ბიძინამ რომ ესენი აპატიოს მე ავჯანყდები იცოდეთ
ვანო მერაბიშვილმა ხალხში სიარული დაიწყო უკვე, მაგარი პიარშიკია რას ერჩით ვაი მაგის პატრონს, თუ გონია ვინმეს დააბოლებს , ძალიან ცდება. სად იყვნენ ამდენი ხანი, ეხლა მოუნდათ არა ხალხზე ზრუნვა?
ბიძინას პროგრამა რომ მოიპარა და 4-ზე გადაამრავლა, საიდან უნდა მოიტანოს ამდენი ფული? ეს ისეთივე დაპირებებია, როგორიც აქამდე იყო, ამიტომ არ ჯერავს მათი უკვე ხალხს
არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ. კახა ბენდუქიძემ იმხელა სტატია მიუძღვნა ბიძინას დაპირებას, სოფლის მეურნეობაში ერთი მილიარდის ჩადების შესახებ, საინტერესოა ეხლა რას იტყვის, როდესაც ვანომ ეს 4 მილიარდზე აიყვანა?