მთავარი » 2013»თებერვალი»18 » კობა დავითაშვილი - ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა
12:01
კობა დავითაშვილი - ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა
ხელისუფლების
დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა, - ამის შესახებ "ხალხის პარტიის" ლიდერი
კობა დავითაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, უკმაყოფილოა იმით, რომ 7 ნოემბრის, 26 მაისის და სხვა დანაშაულების გამოძიება ფერხდება.
"ძალიან
"ბუქსაობს" ჩვენი მართლმსაჯულების მანქანა, რის გამოც მეც უკმაყოფილო ვარ
და საზოგადოებაც... თუ მართლმსაჯულების სისტემას არა აქვს უნარი,
დამნაშავეები დასაჯოს, მაშინ ჩვენ მოვიფიქრებთ რამეს და მერე ჩვენ
გაგვასამართლონ... თუ ვინმეს ჰგონია, მშვიდად დაველოდებით, როგორ მორიგდება
"ოცნება" და "ნაცმოძრაობა", ძალიან ცდება. "ნაცმოძრაობა" უნდა ჩამოსცილდეს
ხელისუფლებას", - აცხადებს დავითაშვილი.
"ხალხის პარტიის" ლიდერი განაწყენებულია იმ კოლეგებზეც, რომლებმაც სერგო რატიანთან მომხდარი ინციდენტის გამო გააკრიტიკეს.
დავითაშვილს არ ესმის, რატომ ეუხერხულებათ კოალიციის წევრებს გაჭირვებაში თანაგუნდელის გამხნევება. "მეც
მაქვს ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ უნდა იჯდეს სახლში, მაგრამ კოლეგებს
ჩემს შეხედულებებს არ ვახვევ თავზე. ხიდაშელისა და უსუფაშვილის ნათქვამიდან
ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ მე და რატიანი გაგვათანაბრეს. უსუფაშვილმა
თქვა, ჩემს ოლქში თუ იყრიან კენჭს, ხმას არც ერთს არ მივცემო. არ მინდა
გაბრაზებულმა ვუპასუხო დათოს, მაგრამ ერთს მაინც ვეტყვი - დათო უსუფაშვილი
და დათო ბაქრაძე დიდუბეში რომ იყრიდნენ კენჭს, მაინც უსუფაშვილს მივცემდი
ხმას, მაგრამ თუ ასეთ განცხადებებს კიდევ გააკეთებს, მეეჭვება ჩემი ხმა
ეყოს გამარჯვებისთვის. ჩემი კეთილი რჩევაა, თინამ თავი დაანებოს
პიედესტალიდან ხალხის დამოძღვრას და ასეთი ტონით ლაპარაკს... ხიდაშელმა
განაცხადა, ჩვენი ხელისუფლება ყველა დამნაშავეს სჯისო, მაშინ უსუფაშვილი
რატომ ელაპარაკება ბაქრაძეს, ვინც პარლამენტის შენობა განზრახ გაანადგურა?
ამას გამოძიება კი არა, სამართლებრივი შეფასება უნდა. ვეკითხები
პარლამენტის თავმჯდომარეს: რატომ არ არის ბატონ ბაქრაძეზე საქმე აღძრული,
ვინ აფერხებს ამ პროცესს? ეს არ არის შერჩევითი მართლმსაჯულება?!", -
აღნიშნავს დავითაშვილი. მისივე
თქმით, არც ის ესმის, რატომ არ სვამს საპარლამენტო უმრავლესობა
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. დავითაშვილი ვანო მერაბიშვილის
პასუხისმგებლობის აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ 7 ნოემბრის
მოვლენების გამო იგი დასაკავებელია. ამ კუთხით ხელისუფლების პასიურობას კი
დავითაშვილი "დოყლაპიობას" უწოდებს.
თავისი გუნდის წევრებს აკრიტიკებენ და გულს სტკენენ, მაშინ როდესაც დამნაშავე ნაცებს ეფერებიან.. ეს არაა კარგი. ეს გამოიწვევს გუნდის გახლეჩვას და ვინ დარჩება მერე მოგებული? რა თქმა უნდა მოგებული დარჩება ის, ვისთანაც კოაბიტაციას გეგმავენ
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უმცირესობის წევრს, სამოქალაქო რეესტრის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძეს სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისთვის "უკანონო დავალებების" მიცემაში ადანაშაულებს.
როგორც წულუკიანმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ თანამშრომელს მისთვის დიპლომატიური პასპორტის დამზადების უკანონო დავალება მისცა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამის გამო თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა მოუწია.
მის ამ განცხადებას ღონისძიებაზევე გამოეხმაურა და უპასუხა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა.
"ნუ მემუქრებით, თუ შეიძლება, შეარჩიეთ საუბრის ტონი. უკანონოდ თქვენ არ მომეცით დიპლომატიური პასპორტი. მაშინ, როცა სხვისთვის 15 წუთშია მისი აღება შესაძლებელი, ჩემთვის ეს პრობლემა გახდა", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ მხარეები ერთმანეთს მწვავე რეპლიკებით დაუპირისპირდნენ.
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის პრეზენტაციაზე, იუსტიციის მინისტრსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრს შორის შელაპარაკება მოხდა. მწვავე რეპლიკები თეა წულუკიანმა და გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ გაცვალეს, რაც წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისთვის "უკანონო დავალებების" მიცემაში დაადანაშაულა.
მწვავე საუბარი თითქმის ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. "მეცხრე არხის" გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორი რეაქცია აქვს მინისტრისა და პარლამენტარის შელაპარაკებაზე ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს: ელჩი თავდაპირველად უსმენს საუბარს, შემდეგ კი უკმაყოფილო სახით იხსნის ყურსასმენს, რომელშიც სავარაუდოდ ჩხუბის სინქრონული თარგმანი ესმოდა და მოლაპარაკებების მაგიდას ტოვებს.
ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა. პრესკონფერენციაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის წევრს არც იუბილარი პრემიერ-მინისტრი გამორჩენია მხედველობიდან. მისი თქმით, დაბადების დღეს ყველას ულოცავენ და მასაც სურს, მიულოცოს.
"ძალიან მწყდება გული. რამდენჯერმე ვთხოვე, ჩაიზე მაინც დამპატიჟე-მეთქი. ძალიან მაინტერესებს ის სასახლე და ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე. ვერ მოვახერხე რა, არც ერთხელ არ მიმიღია ეს მოპატიჟება" - დასძინა ხაჩიძემ.
ათი თვის ბაბარე რაფალიანცის ოჯახი ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს ათი თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს.
როგორც ჩვილის დეიდა და ბებია ირწმუნებიან, არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი პიროვნება ბავშვის მკვლელობას აღიარებს და შემკვეთსაც ასახელებს. მათი მტკიცებით, ვიდეოჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი.
ბარბარე რაფალიანცის დეიდის, დალი მექერიშვილის თქმით, იგი დღეს თბილისში იმყოფებოდა და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი არ შეხვდა. მისი განცხადებით, ის სამინისტროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა მიიღო, რომელსაც აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ამაზე რეაგირება არ ხდება. მექერიშვილები ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმის დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვენ.
დავითაშვილი უსუფაშვილს საქმეს უმრავლესობის სხდომაზე გაურჩევს 18 თებერვალი 14:480 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თანაგუნდელების მიმართ წყენას არ მალავს და გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ უმრავლესობის სხდომაზე უსუფაშვილი განცხადებას განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარემ, სერგო რატიანსა და კობა დავითაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ თუ მის ოლქში იყრიან კენჭს, ხმას არცერთს არ მისცემს.
"ხიდაშელისა და უსუფაშვილის ნათქვამიდან, ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ მე და რატიანი გაგვათანაბრეს. ჩემი კეთილი რჩევაა, თინამ თავი დაანებოს პიედესტალიდან ხალხის დამოძღვრას და ასეთი ტონით ლაპარაკს. მე ვერ ვგრძნობ თანაგუნდელების მხარდაჭერას. როდესაც უსუფაშვილი ამბობს, რომ ხმას არ მომცემს, ალბათ, ლოგიკურია, რომ გავარკვიო, უნდა თუ არა მას ჩემთან ერთად პოლიტიკურ ერთობაში ყოფნა. ამ საკითხს უმრავლესობის სხდომაზე გავარკვევ", - ამბობს დავითაშვილი.
კობა დავითაშვილი დასავლელ დიპლომატებს ტაკიმასხარებს უწოდებს და ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ აგრესიული პიარია საჭირო.
"არასწორია, ვისაც ტაკიმასხარებისთვის ანგარიშის ზედმეტად გაწევა. ისინი საკუთარ ტყავზე ზრუნავენ, როცა სააკაშვილს იცავენ, რასგან სააკაშვილში ბევრი ჩადეს. აგრესიული პიარია საჭირო მათ წინააღმდეგ", - ამბობს დეპუტატი. დეპუტატი უკმაყოფილოა ახალი ხელისუფლების სასამართლო სისტემითაც.
ძალიან "ბუქსაობს" ჩვენი მართლმსაჯულების მანქანა, რის გამოც მეც უკმაყოფილო ვარ და საზოგადოებაც. რატომ ფერხდება 7 ნოემბრის, 26 მაისის და სხვა დანაშაულების გამოძიება. ბატონ ბიძინას ჩემთვის არ სცალია. საჯაროდ უნდა შევეხმიანო: ბატონო ბიძინა, ხალხს სურს და სამართლიანობაც მოითხოვს მართლმსაჯულების აღსრულებას", - ამბობს დავითაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს და პასუხი უნდა აგოს ვანო მერაბიშვილმაც.
"ოქრუაშვილის საქმიანობაზე თავიდან უნდა დაიწყოს გამოძიება. პასუხი უნდა აგოს მერაბიშვილმაც. 7 ნოემბერს გასცა ბრძანება, რეზინის ტყვიების გამოყენებისა, როდესაც, მაშინ მოქმედი პოლიციის კანონის თანახმად, სპეცჩამონათვალში რეზინის ტყვიები არ იყო. ამის გამო, დღესვე დასაკავებელია და რას უცდიან? ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა", - აღნიშნავს დეპუტატი.
მარჯობათ. ბიბი, რა ჩანს ხალხი? იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უმცირესობის წევრს, სამოქალაქო რეესტრის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძეს სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისთვის "უკანონო დავალებების" მიცემაში ადანაშაულებს.
როგორც წულუკიანმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ თანამშრომელს მისთვის დიპლომატიური პასპორტის დამზადების უკანონო დავალება მისცა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამის გამო თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა მოუწია.
მის ამ განცხადებას ღონისძიებაზევე გამოეხმაურა და უპასუხა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა.
"ნუ მემუქრებით, თუ შეიძლება, შეარჩიეთ საუბრის ტონი. უკანონოდ თქვენ არ მომეცით დიპლომატიური პასპორტი. მაშინ, როცა სხვისთვის 15 წუთშია მისი აღება შესაძლებელი, ჩემთვის ეს პრობლემა გახდა", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ მხარეები ერთმანეთს მწვავე რეპლიკებით დაუპირისპირდნენ.
არ ვუარყობ, რომ კობამ დააშავა, არ უნდა აყოლოდა პროვოკატორ რატიანს და მაყურებლის წინაშე თავი არ უნდა შეერცხვინა, გადაცემის შემდეგ კი, თუ შეძლებდა, უნდა მართლა ეცემა ისე, რომ იქეთ შეხვეწნოდა რატიანი, მაპატიეო... ბოდიში ჩვენ, მაესტროს და პირველ რიგში, თეა სიჭინავას უნდა მოუხადოს...
ამავე დროს, არ მომწონს მისი ცხელ გულზე კომენტარები ჭორიკანა ვაიჟურნალისტებთან!
რაც შეეხება მისი პარტიის წევრებს, უმრავლესობას, საქციელი უნდა დაეგმოთ, მაგრამ რატიანი უნდა გაესწორებინათ მიწასთან!!! >( ეს იქნებოდა სწორი! >( მხოლოდ, ეკა ბესელიამ გამოთქვა, საჯაროდ თავისი სწორი აზრი... შენ თუ შენი არ დაიცავი, ზედ გადაგივლიან ნაცები, მაგათაც ეგ უნდათ!!! >( >( >(
ეკა ბესელია: როგორც ჩანს, კობა დავითაშვილს ყურადღება დავაკელით თებერვალი 18th, 2013 01:35 PM “როგორც ჩანს, კობა დავითაშვილს ყურადღება დავაკელით”, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია . მისი თქმით, თუ კობა დავითაშვილს სურვილი აქვს უმრავლესობასთან რიგ საკითხზე გაფართოებულ ფორმატში ისაუბროს, მას ამის საშუალება მიეცემა. “თუ კობას აქვს განცდა, რომ მას არ უსმენენ, მას ამის საშუალება მიეცემა. ის ჩვენი თანაგუნდელია და არ მინდა თავი უყურადღებოდ და გარიყულად იგრძნოს. როგორც ჩანს, ყურადღება დავაკელით და ამის გამო მე ძალიან შეწუხებული ვარ”, – აცხადებს ბესელია.