ხუთშაბათი, 19.06.2025, 07:19
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » ივანიშვილი: მეუფეების მანქანების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ხდებოდეს
10:12
ივანიშვილი: მეუფეების მანქანების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ხდებოდეს

ivanishvili_new.jpgკოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „ლიბერალისთვის" მიცემულ ინტერვიუში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე ისაუბრა.


ივანიშვილის თქმით, მისი ქცევა არ შეცვლილა და როცა ახერხებს ეკლესიაში წასვლას, აუცილებლად მიდის.


 „როცა ვახერხებ, სამებაში დავდივარ. არ მეშინია ჩემი პოზიციის და ის, რასაც ადრე ვამბობდი, არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც დღეს ვაკეთებ. ყველაზე დიდი კულტურა ქართველებს ქრისტიანული გვაქვს. უნდოდათ, "უღმერთო" დაეძახნათ ჩემთვის და ამაზე აეგოთ რაღაც. რა თქმა უნდა, ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს. ის კანონიც, რაც უმცირესობებისთვის შემოიღეს, სრულიად მისაღებია ჩემთვის. მაგრამ ცუდად გააკეთეს. პატრიარქის შეურაცხყოფა უნდოდათ, აჩვენეს -  არაფერი არა ხარო. ხალხს არაფერი ეშლება, პატრიარქი მანამდეც პოპულარული იყო, მაგრამ ხალხმა ნახა, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი დარჩა ქვეყანაში. სწორედ ამ პოპლულარობას დაუპირისპირდნენ,"- განაცხადა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, მეუფეების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ხდებოდეს.


„ეკლესია არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში და არ უნდა ხდებოდეს ის, რასაც აკეთებენ, მეუფეებს რომ მანქანებს უნიშნავენ პირდაპირ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებენ. სახელმწიფო ვალდებულია, თუ უჭირს, ეკლესიას ხელი გაუმართოს, მაგრამ არა მიზნობრივად, რასაც ესენი აკეთებენ. ეს არ უნდა იყოს პიროვნებაზე დამოკიდებული, სინოდმა უნდა გადაანაწილოს ეს ფული.  დღეს ეკლესიაშიც საშინელებები ხდება, იქაც დაპირისპირებული მხარეებია, პატრიარქი ძალიან ბრძენია და უმკლავდება ამ ყველაფერს...", -განაცხადა ივანიშვილმა.

ნანახია: 882 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025