ოთხშაბათი, 18.06.2025, 15:06
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 4 » ივანე მერაბიშვილი - "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი პერიოდი შს მინისტრობა იყო"
09:19
ივანე მერაბიშვილი - "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი პერიოდი შს მინისტრობა იყო"

მომავალი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი მის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო წლებად შს მინისტრობას ასახელებს.

როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, იგი პასუხიმგებლობას იღებს ყველაფერზე რაც თქვა, რასაც აკეთებდა აქამდე და რასაც ამბობს ახლაც. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ იღებს პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრობაზე, უფრო მეტიც ამაყობს, რომ ამ დროს მოუწია მუშაობა.

"მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა, ყველა დიდი ალბათობით აღარ ვიქნები შინაგან საქმეთა მინისტრი და მინდა ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი წლები იყო შს მინისტრობა", - განაცხადა ივანე მერაბიშვილმა.

მერაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიას ძალიან გაუჭირდება "მუშაობის შენარჩუნება", თუმცა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა. მისივე თქმით, ასევე დარწმუნებულია, რომ ბაჩო ახალია განავითარებს სტრუქტურას და დაამტკიცებს, რომ პოლიციაში გატარებული რეფორმა არის მტკიცე.

მერაბიშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ შს მინისტრის შეცვლა არაფერს შეცვლის და ხალხი დარწმუნდება, რომ ჰყავს ძლიერი პოლიციის ინსტიტუტი, რომელმაც განიცადა არნახული განვითარება და არის საამაყო თითოეული ქართველისა და პატრიოტისათვის.

"დარწმუნებილი ვარ, რომ პოლიცია კვლავაც იქნება ერთ-ერთი დასაყრდენი ქართული რეფორმის, საქართველოს სტაბილურობის და განვითარების", - განაცხადა ივანე მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"


ნანახია: 750 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 2
0  
1 ლერა   (04.07.2012 16:12) [Материал]
"მინდა ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი წლები იყო შს მინისტრობა", - განაცხადა ივანე მერაბიშვილმა. - რატომაც არ იქნებოდა რა, ცალ-ცალი კალოშიდან პირდაპირ რეზინის ჩექმაზე გადავიდა და...
ისე, ივანე მერაბიshვილი ვინ არის???? აქამდე ვანო იყო დაააა......ან ვანუა biggrin :D biggrin :D biggrin

0  
2 ბიბი   (04.07.2012 16:17) [Материал]
რეზინის ჩექმებით ვიღა დადის მთავრობაში, შე ქალო! wacko ეგ ადრე იყო, როცა მინისტრ ები და რაიკომის მდივნები ხალხს ხვდებოდნენ და გარეთ დადიოდნენ, ახლა კაბინეტებიდან, მობილურებით წყდება ხალხის ბედი!!! biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025