ხუთშაბათი, 19.06.2025, 07:15
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 3 » იმსახურებს თუ არა ნდობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები?
10:18
იმსახურებს თუ არა ნდობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები?

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლებს მიწვევა უკვე გაუგზავნა. საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დამკვირვებლის გამოსაგზავნად სპეციალური განაცხადი უკვე 50-მდე ქვეყანას გაეგზავნა.

"მოწვევა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ჯერ კიდევ 7 თვის წინ გავუგზავნეთ. გარდა ამისა, მოსაწვევები გვაქვს გაგზავნილი 50-მდე სხვადასხვა ქვეყნის დამკვირვებლისთვის. ძალიან ბევრი ქვეყნისგან დადასტურებული გვაქვს, რომ ისინი არჩევნებს დააკვირდებიან.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ იქნება ეუთოს სადამკვირვებლო მისია, რომელიც ძალიან მალე გამოგზავნის გრძელვადიან შემდეგ კი - მოკლევადიან დამკვირვებლებს. ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეების, ევროპარლამენტის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროკავშირის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილები", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.

იმსახურებს თუ არა ნდობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 ლანა ღოღობერიძე  (რეჟისორი): "უნდა ვენდოთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ჩავაყენოთ ისეთ სიტუაციაში, რომ სამართლიანები იყვნენ.

ზოგადად საერთაშორისო ნორმებს უნდა დავემორჩილოთ, სხვანაირად არ შეიძლება, თორემ იზოლაციაში მოვექცევით. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები, ამიტომ ყველა საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, უნდა დავემორჩილოთ, მათ შორის სადამკვირვებლო მისიებსაც.

რა შეფასებას დადებენ არჩევნებზე, წინასწარ ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ მათი შეფასებით არ ვყოფლივარ კმაყოფილი.

ვფიქრობ, ამჯერად ყველაფერი ხალხზე იქნება დამოკიდებული. რამდენად ბევრი ხალხი მივა საარჩევნო უბნებთან და დაინახავს თუ არა თანამეგობრობა მათ ნება - სურვილს".

 დავით მაღრაძე (პოეტი): "უნდობლობას არავის არ ვუცხადებ, მაგრამ ქართული საზოგადოება უნდა ენდოს, პირველ რიგში, საკუთარ თავს. ხმები ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ.

მართალია, წინა წლების გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით არის ნეგატიური - 2008 წლის არჩევნები დადებითად შეაფასეს და დიდი დარღვევები ვერ შეამჩნიეს, მაგრამ ახლა საქართველოს მოსახლეობაა თვითონ მობილიზებული.

სადამკვირვებლო მისიები კი უფრო მეტ ყურადღებას, პატივისცემას იჩენენ მაშინ, როდესაც მოსახლეობა მოწოდების სიმაღლეზე დგას და საკუთარ ხმას იცავს. ამიტომ ჩვენი საქმე არის, უპირველეს ყოვლისა, თანადგომა, საკუთარი ხმების დაცვა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორი): "წინა გამოცდილებით მაინცდამაინც დიდ ნდობას არ ბადებს მათი მოღვაწეობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვითარება შეიცვალა. დღეს გამჭირვალე არჩევნების მომხრე ძალინ ბევრია დასავლეთშიც და ჩვენს ქვეყანაშიც, ასე რომ, ამ მხრივ სასიკეთოდ არის ვითარება შეცვლილი და უნდა ვენდოთ მათ".

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "ალბათ უნდა ვენდოთ, სხვანაირად არ გამოდის. იმიტომ რომ ისინი ხომ ერთი ქვეყნიდან არ ჩამოდიან. თან სხვა გზაც არ გვაქვს, მეტი რა უნდა გავაკეთოთ. მთელ მსოფლიოშია ეს პრაქტიკა მიღებული, ვიღაცა რაღაცას აკვირდება, ერთი ადამიანი რომ იყოს, რთული იქნებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა ბევრი ქვეყნიდან გვეყოლება დამკირვებელი. ყველა ერთად ხომ არ შეცდება?! შეიძლება სხვადასხვა დასკვანა დაიდოს, თუმცა ამ შემთხვევაში უმრავლესობას უნდა ვენდოთ. ერთი ადამიანი შეიძლება შეცდეს და ასი - არა. ხოლო თუ მოხდა რაღაც ცდომილება და ეს რამდენიმემ თქვა, მაშინ უნდა დავფიქრდეთ რაღაცაზე.

ნანახია: 963 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 2991 2 3 ... 19 20 »
0  
1 კორშა   (03.08.2012 10:43) [Материал]
ეფეეე,როგორ ხარ გოგო.

0  
2 ეფემია   (03.08.2012 10:44) [Материал]

0  
3 კორშა   (03.08.2012 10:45) [Материал]
არავისაც არ ვენდობი მე.მაგ დამკვირვებლებმა წაგებული არჩევნები მოგებულად ცაუთვალეს მისას.
მაღრაძემ სწორედ თქვა,ჩვენ ჩვენი თავს უნდა ვენდოთ და ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ თუ გააყალბებენ.

0  
4 კორშა   (03.08.2012 10:47) [Материал]
ვინ იყიდა ნეტავ.ოხხხ,როგორ მინდა ბიძინამ გაიმარჯვოს და ყველას ცხვირიდან ადენინოს ძმრად.

0  
5 კორშა   (03.08.2012 10:48) [Материал]
სალამი წითლებო

0  
მოვედი, როგორ ხართ:*

0  
ეფემია ვინაა, ლონდა შენ ხარ?

0  
8 კორშა   (03.08.2012 10:54) [Материал]
ვარძელაშვილი კირკიტაძისრეკომენდაციით დაინიშნა ახალ.საქმეთადეპარტამენტში.სპორტის სამინისტრო არის ვარძელაშვილ-კირკიტაძის დიღმელი მეგობრების,დეიდაშ� ��ილების .მამიდაშვილების და ა.შ.და მათი ცოლების დასაქმების ცენტრი,ოღონდ არა რიგით თანამშრომლებად.კაცები მინისტრის მოადგილეებად,სამს� ��ხურის უფროსებად,ქალთა სქესის წარმომადგენლები პიარ-სამსახურის უფროსებად,ფონდები� �� დირექტორებად და სასახლის დირექტორებად-სპორტის სამინისტრო არის ნეპოტიზმის თვალსაჩინო მაგალითი და ზოგადად სირცხვილი. კირკიტაძის დეიდაშვილეები არიან მინისტრის მოადგილეები გიორგიავალიანი და დავით კასრაძე

მე მჯერა რომ ასე იქნება.ნეტავ როდის მოეღება ბოლო ამათ პარპაშს.

0  
9 კორშა   (03.08.2012 10:55) [Материал]
სტარ გამარჯობა.

0  
10 ეფემია   (03.08.2012 10:56) [Материал]
გამარჯობათ დიდგორელებო. tongue tongue tongue ლონდა შეგეშვები ცოტას. tongue tongue tongue

0  
11 კორშა   (03.08.2012 10:57) [Материал]
ბეთქილ, ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ოლიმპიადაზე მიმავალ სპორტსმენებს ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში ჯილდოდ გარკვეულ თანხას დაპირდა, მაგრამ შემდეგ, ვინაიდან მათთვის სასურველმა სპორტსმენებმა ოქროს მედლები ვერ მიიღეს, ხელისუფლებამ ეს დაპირება გადათქვა. ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?

- ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც სპორტსმენები ქობულეთში დაგვპატიჟეს და იქ მოვიდა მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად ვესწრებოდი ამ შეხვედრას, სადაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში სპორტსმენი ჯილდოდ ერთს კი არა, ორ მილიონ ლარს მიიღებსო. მეც ჭორის დონეზე გავიგე, რომ შემდეგ ითქვა, თითქოს ეს ცრუ ინფორმაცია იყო, მაგრამ როგორც გითხარით, ჩემი ყურით მოვისმინე, სააკაშვილმა როგორ მოგვცა ეს დაპირება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სანამ ოლიმპიადაზე წავიდოდით, ვარძელაშვილმა დაგვიბარა და გვითხრა, როგორც ოლიმპიადის მონაწილეებს, თითოეულ თქვენგანს ანგარიშზე ხუთი ათას ფუნტ სტერლინგს ჩაგირიცხავთო, მაგრამ ეს დაპირება დაპირებადვე დარჩა

0  
12 კორშა   (03.08.2012 10:58) [Материал]
მინდა რომ ყველამ წაიკითხოს რა აფიორა მთავრობასთან გვაქვს საქმე.

უთქვია და ვერარ გადაუთქვია სააკაშვილს?

0  
კორშა :*
ქართლელო, რა ვიცი მე ეგეატI რეისი არასოდეს შემხვედრია, სულ 10 და 18 საათი მიწევდა ხოლმე

0  
14 ქაჯანა   (03.08.2012 11:05) [Материал]
აბა როგორ ხართ ცემო კარგუნებოო
სტარიჩოკ შენ სად დადიხარ აქ ამ ადამინებს რომ ანერვიულებ ჰა??? angry ან მისამართი დაიბარე ან რამე რომ მოგაკითხოთ და ერთი კარგად ვჭამოთ biggrin
ლონდა ხომ მაგარი ბიჭოააა როგორი დასტოინიიი იფიფიფფფფფფფფფფფფ biggrin
ქართლელს და კორშიკოს კიდევ ბევრს ვაკოებ და სუყველას

0  
ვინაა უდესიანი

1-15 16-30 31-45 ... 271-285 286-299
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025